ათკაციანმა „დილამ“ ქუთაისში ქულა ვერ გადაარჩინა
ათკაციანმა „დილამ“ ქუთაისში ქულა ვერ გადაარჩინა
15.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ ლევან კორღალიძისთვის ქუთაისში გამართული სადებიუტო მატჩი, გორის „დილას" მთავარი მწვრთნელის ამპლუაში წარუმატებელი გამოდგა. რამაზ შენგელიაზე „ტორპედოსთან" დაპირისპირება თავიდან, კორღალიძის შეგირდებმა კარგად დაიწყეს, თუმცა, ნელ-ნელა მასპინძლებმა მოახერხეს ბურთის გაკონტროლება. ამას 42-ე წუთზე სტუმართა რიგებში ბლანკსონ ანოფის გაძევებაც დაემატა და მიუხედავად იმისა, რომ შესვენებაზე გორელთა ახალი მწვრთნელი მოახერხებდა სათანადოდ გადაეწყო გუნდი, ტორპედოელთათვის ზედმეტი ფეხბურთელით თამაში კომფორტული აღმოჩნდა. მასპინძლებმა საბოლოოდ მოახერხეს თამაშის სადავეების ხელში აღება.


აღსანიშნავია, რომ ტორპედოელთა შორის ნელ-ნელა გიორგი არაბიძე იმ ფორმაში შედის, რასაც მისგან უკვე წლებია ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი ელის და რისი ავანსიც ამ ფეხბურთელზე იყო გაცემული. დღეს, არაბიძის  ანგარიშზე 57-ე წუთზე გატანილი 11-მეტრიანი (მესამე გოლი მიმდინარე სეზონში) და მსაჯის მიერ თამაშისთვის კომპენსირებული დროის მე-4 წუთზე გაკეთებული „სამქულიანის" საგოლე გადაცემაა (არაბიძის მე-6 საგოლე გადაცემა). გოლი კი, მატეო შიმიჩმა გაიტანა. 83-ე წუთზე ლაშა მენთეშაშვილმა ერთი გოლი გაქვითა, თუმცა, 10-კაციანმა გუნდმა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხა. „ტორპედომ" 2-1 გაიმარჯვა.


ამ გამარჯვებით, ტურის დასრულებამდე, ქუთაისის „ტორპედომ" 20 ქულა დააგროვა და მე-13 ტურის დასრულებამდე მეორე ადგილზე გადაინაცვლა.


მე-13 ტურის შეხვედრები კი, 16 და 17 მაისს გაიმართება.


16 მაისი

17:00 „გაგრა" - „რუსთავი" / პეტრო არენა

19:00 „დინამო თბილისი" - „იბერია 1999" / დინამო არენა

21:00 „დინამო" ბათუმი - „მეშახტე" / აჭარაბეთ არენა

17 მაისი

20:00 „სამგურალი" - „სპაერი"  / სფფ-ის წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრი


ფოტო: "ტორპედო"