ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია
ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია
12.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართველი ლეგიონერების წარმატებული სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება. ოთარ კიტეიშვილის შემდეგ, ამჯერად საფრანგეთიდან მოვიდა სასიამოვნო ცნობა, ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. გამოკითხვას ტრადიციულად UNFP (საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ეროვნული კავშირის) ატარებს. „სენტ ეტიენის" ქართველმა ლეგიონერმა 2025-2026 წლების სეზონში, კლუბის მაისურით 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 14 გოლი და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ზურიკო დავითაშვილმა ჩემპიონატში თავი გამოიჩინა ხარისხით, სხვა თვისებებთან ერთად მისი თამაში მოწინააღმდეგეებში პატივისცემას დაიმსახურა, აღნიშნულია UNFP-ის მიერ გავრცელებულ ცნობაში.  შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი" საფრანგეთის ლიგა 1-ში გადმოსასვლელად იბრძვის და ფლეი-ოფის 1/2 ფინალში „რედ სტარისა" და „როდეზის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.


ამასობაში დასასრულს უახლოვდება პორტუგალიის ლიგა. 33-ე ტურის შეხვედრაში გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი" გასვლით შეხვედრაში „რიუ ავეს" დაუპირისპირდა და 1-4 დაამარცხა. „ქოჩორა" მოედანზე, მხოლოდ 82-ე წუთზე გამოუშვეს. „სპორტინგი" ბოლო ტურის წინ 79 ქულით მეორე ადგილზეა. ბოლო ტურის შეხვედრას 17 მაისს გამართავს. ქართველოს გუნდს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსახვედრად, ამ თამაში გამარჯვება სჭირდება. თუმცა, „ქოჩორას" გუნდს, არანაკლებ მნიშვნელოვანი თამაში აქვს 24 მაისს,  როდესაც „სპორტინგი", ტაჩა დე პორტუგალი ფინალში „ტორეენსეს" დაუპირისპირდება. მოკლედ, ეს სეზონი პორტუგალიაში მალე დასრულდება, ჩვენ კი, ვისურვებდით, რომ მომავალი სეზონიდან, „ქოჩორამ" ის გუნდი იპოვოს, სადაც სათანადოდ დააფასებენ და სათამაშო დროს მისცემენ.