
ქართველმა ლეგიონერებმა ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები ჩაატარეს, თუმცა ასეთთა რიცხვი ტრავმიანობის გამო, მნიშვნელოვნად ცოტა იყო.
ტრავმებს იშუშებენ თეიმურაზ ორჯონიკიძე (ოჰრიდი), ერეკლე არსენაშვილი (ტრამბლე), გიორგი დიხამინჯია (აკიურეირი), ზურაბ გოგავა („აუგუსტდორფი").
რუმინეთი
ეროვნული ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების და „პოტაისა ტურდას" მოთამაშე ირაკლი კბილაშვილმა. ქართველი ლეგიონერის კლუბმა „მინორ ბაია მარესთან" 21-ე ტურის გასვლით შეხვედრაში 30-28 გაიმარჯვა, აქედან 10 გოლი კი კბილაშვილის ანგარიშზეა.
ამავე ტურში ითამაშა ხაზეინ რუსტამოვმა და მისმა „კონსტანტამ". კლუჟის „უნივერსიტატეასთან" გასვლით მატჩში სტუმრებმა 27-24 გაიმარჯვეს. ორი გოლია რუსტამოვის ანგარიშზე.
პოლონეთი
სუპერ ლიგის საფლეიოფო მეორე ნახევარფინალური მატჩი წარუმატებელი გამოდგა მირიან გავაშელიშვილისთვის. მისი „ოსტროვია" „კიელცესთან" განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაშიც დამარცხდა (23-30) და გათამაშებას გამოეთიშა. ქართველმა ლეგიონერმა 2 გოლი გაიტანა.
ზურაბ ცინცაძეს და მისი „ლეგიონოვო" პოლონეთის სუპერ ლიგაში დასარჩენად წარმატებით აგრძელებს თამაშს. „ლეგიონოვომ" მიმდინარე კვირას ჯერ „პიოტრკოვიანინს" მოუგო 36-20, შემდეგ „გვარდია" დაამარცხა 28-24. პირველ მატჩში საქართველოს ნაკრების მეკარემ 5 ბურთი მოიგერია, მეორეში - 6.
საფრანგეთი
სტარ ლიგის 27-ე წრეში ქართული დერბი უნდა შემდგარიყო - ნიკოლოზ კალანდაძის „ექს ან პროვანსი" ერეკლე არსენაშვილის "ტრამბლეს" წინააღმდეგ, მაგრამ ამ უკანასკნელის სარეაბილიტაციო პერიოდის გამო, დაპირისპირება არ გამოვიდა. "ექს ან პროვანსმა" მინიმალური ანგარიშით - 30-31 წააგო, კალანდაძემ კი 3 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.





ჩვენ








