ერევანში სანდრო კობახიძის ნაკრები ბოლო შეხვედრას 12 მაისს გამართავს
ერევანში სანდრო კობახიძის ნაკრები ბოლო შეხვედრას 12 მაისს გამართავს
10.05.2026
ავტორი: TSFF.Ge

ერევანში მიმდინარე უეფა-ს განვითარების თასზე სანდრო კობახიძის 15-წლამდე ნაკრებმა დღეს მეორე სპარინგი გამართა. ამჯერად, ჩვენი გუნდი უზბეკეთს დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში 3-5 გაიმარჯვა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1-1 დასრულდა.


შეგახსენებთ, რომ ქართველმა 15-წლამდებმა პირველი შეხვედრა მოლდოვას წინააღმდეგ გამართეს. სასტარტო მატჩშიც ძირითადი დრო 1-1 დასრულდა. გოლები, მეორე ტაიმში გავიდა. პენალტების სერიაში კი, ჩვენი ნაკრები 3-2 დამარცხდა.


ოთხთა ტურნირში, რომელმაც სტარტი 8 მაისს, სომხეთში, ერევანში აირო, ზემოთხსენებული ნაკრებების გარდა მასპინძელი, სომხეთის 15-წლამდე ნაკრებიც ასპარეზობს. პირველი შეხვედრა სომხებმა უზბეკებთან ფრედ (1-1) დასრულებული შეხვედრის შემდეგ, პენალტების სერიაში 3-4 წააგეს. დღეს კი, მშრალად ფრედ, 0-0 დასრულებული შეხვედრის შემდეგ, მოლდოვა პენალტების სერიაში 4-2 დაამარცხეს. ასე, რომ დასკვნითი დღის წინ, ოთხივე გუნდს თითო მოგებული შეხვედრა აქვს და საბოლოოდ, ტურნირის გამარჯვებულის ვინაობაც დასკვნით შეხვედრებში გაირკვევა.


ჩვენი ნაკრები, ტურნირს მოიგებს, თუკი, სომხებს დაამარცხებს და ამას გარდა, მოლდოვა უზბეკებთან დამარცხდება.


ბოლო შეხვედრას, სანდრო კობახიძის ნაკრები 12 მაისს, თბილისის დროით 11:00 საათზე სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.