ქართველებიდან ფინალურ გაცურვებში, მხოლოდ გაბედავა მოხვდა
ქართველებიდან ფინალურ გაცურვებში, მხოლოდ გაბედავა მოხვდა
09.05.2026
ავტორი: TSFF.Ge

ქართველი ნიჩბოსნები უნგრეთში, ქალაქ სეგედში, მსოფლიო თასზე ასპარეზობდნენ. შეჯიბრი, რომელმაც 8 მაისს აიღო სტარტი და დღეს დასრულდა, 65 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა. ქართული გუნდი ამ ჯერზე სამი წარმომადგენლით იყვნენ წარმოდგენილი  - ბადრი ყაველაშვილი, ალექსანდრე წივწივაძე და გია გაბედავა.


გია გაბედავამ (C1) მსოფლიო თასზე, კანოე სპრინტში, 1/2 ფინალში მეოთხე ადგილი დაიკავა და B ფინალში გადავიდა, სადაც საბოლოოდ, 200 მეტრიანი დისტანცია 38.96 წამში დაფარა და პირველი ადგილი დაიკავა (იხილეთ B ფინალის გაცურვა).


ქართველებმა შესარჩევი გაცურვებით დაიწყეს ალექსანდრე წივწივაძე (C1) - 1000m მანძილი 4:40.49 წუთში დაფარა და შესაბამისად, მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.


ჩვენი გუნდის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ბადრი ყაველაშვილმა (K1) 200 მეტრიან დისტანციაზე 36.45 დააფიქსირა და სამწუხაროდ, ძირითად ბადეში გადასვლა ვეღარ მოახერხა.


ყველა შედეგი იხილეთ ბმულზე.