
გორში ევროპის თასის მეორე საასპარეზო დღე დასრულდა. გათამაშდა მედლების ყველა კომპლექტი. ქართულს გუნდს დღეს ხუთი ოქროს მედლის მოგება შეეძლო, თუმცა, მხოლოდ სამს დასჯერდა. საბოლოოდ ქართულმა გუნდმა 18 მედლის მოგება მოახერხა და გუნდურ ჩათვლაში ტურნირში მონაწილე 18 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავეს (იხილეთ ბმული).
-81 კგ წონით კატეგორიაში ოთხი მედლისთვის 5 ქართველი იბრძოდა. გამარჯვება კი, 20 წლის შვეიცარიელ OULEVEY Thien მოიპოვა, რომელმაც ფინალში გიორგი არღვლიანი დაამარცხა და საბოლოოდ, ვერცხლის მედალს დასჯერდა. ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი. ჯუმბერ მელაძე და ვაჟა ავაზნელი გახდნენ.
საბოლოოდ ბიჭებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიგეს.
-90 კგ ვლადიმერ ახალკაცმა რუსი ალი დატხუჟევი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
-100 კგ წონით კატეგორიაში, 1/2 ფინალი წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლა ნიკოლოზ ზაალიშვილმა, თუმცა, ქართველი აქაც დამარცხდა და შესაბამისად, ამ წონაში მედლის გარეშე დავრჩით.
+100 კგ წონით კატეგორიაში, სადაც დარეგისტრირებული, მხოლოდ ერთი აზერბაიჯანელი და ერთი მონტენეგროელი იყო, მთლიანი კვარცხლბეკი ქართული გამოდგა. ფინალში, გიორგი ბადუაშვილმა საბა ქარდავა დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. ქარდავა ვერცხლს დასჯერდა. ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი, თამაზ ბიგანიშვილი და გიგა ტატიაშვილი გახდნენ.
გოგონებში, მედლები სამ წონაში გათამაშდა. ოქროს მედლის მოგების შანსი ჰქონდა -48 კგ წონით კატეგორიაში მარიამ წურწუმიას, თუმცა ჩვენებური IJF-ის გუნდის წარმომადგენელ ზეინებ ლეპთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ამავე წონაში გვქონდა ორი ბრინჯაოს მოგების შესაძლებლობა, თუმცა, ნინო საფარაშვილი ყაზახ, მარიამ ზაქარაია კი, აზერბაიჯანელ ჯუდოკებთან დამარცხდნენ და მედლების გარეშე დარჩნენ.
-52კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა. ნინო თათრიშვილისა და მარიამ ბენდელიანის დაპირისპირებაში გამარჯვებული და შესაბამისად ოქროს მედალოსანი თათრიშვილი გახდა. ზოგადად ამ წონაში, მხოლოდ ქართველმა გოგონებმა იასპარეზეს. ბრინჯაოს მედალი ელენე გვაზავამ მოიგო.
-57 კგ წონით კატეგორიაში 1/2 ფინალში იასპარეზა თამარ გამიაშვილმა, თუმცა, ჩვენებურმა წააგო და საბოლოოდ, ბრინჯაოს მედლისთვის ნინო წიკლაურს დაუპირისპირდა. თუმცა, აქ, უფრო გამოცდილმა წიკლაურმა იმარჯვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
საბოლოოდ დღეს გოგონებმა ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლები მოიგეს.
მეორე საასპარეზო დღეს ქართულმა გუნდმა 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი მოიგეს. შეგახსენებთ, რომ ასპარეზობის პირველ დღეს, ქართული გუნდის ანგარიშზე, ერთი ოქროსა, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი იყო. შესაბამისად, გორში გამართულ ევროპის თასზე 4 ოქროს, 6 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს მედალი მოვიგეთ.





ჩვენ








