„კიტე“ ავსტრიის საუკეთესო გახდა, „კვერნა“ სერია A-ში დაწინაურდა
„კიტე“ ავსტრიის საუკეთესო გახდა, „კვერნა“ სერია A-ში დაწინაურდა
09.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვიდრე თვის ბოლოს ქართული ლეგიონი თბილისში, ორი ამხანაგური შეხვედრისთვის დაიწყებს მზადებას, მათი უმეტესობა საკლუბო სეზონებს ასრულებს. ზოგი კი, მათ დასრულებამდე უკვე მორიგ აღიარებას ზეიმობს. მაგალითად ოთარ კიტეიშვილი, რომელიც ზედიზედ მესამედ ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მისი და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმი" საჩემპიონო რბოლაში დარჩენილი სამი ტურიდან პირველს 10 მაისს გამართავს და ამ თემას, მაშინ დავუბრუნდებით, მანამდე კი, დღევანდელ დღეს გადავხედოთ, როგორი იყო ქართული ლეგიონისთვის.


იტალიის სერია B-ს 38-ე ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ" „მანტოვა" 5-0 გაანადგურა. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა, რომლის დასრულების შემდეგ, 81 ქულა დააგროვა, სერია B-ში მეორე ადგილი დაიკავა და „ვენეციასთან" ერთად, სერია A-ში დაწინაურება იზეიმა.


ბულგარეთის პირველი ლიგის ჩემპიონშიპის ჯგუფში, 33-ე ტურის შეხვედრაში ლაშა დვალის „ცსკა 1948", სოფიის დერბში სოფიის „ცსკა"-თან 0-1 დამარცხდა. ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი, ქართველის გუნდის კარში გავიდა 58-ე წუთზე გავიდა. „ცსკა 1948", ჯერ-ჯერობით, 62 ქულით მესამე ადგილზეა და უეფა-ს კონფრენს ლიგის ფლეი-ოფში თამაშზე აცხადებს პრეტენზიას.  


რუმინეთის სუპერლიგის ჩემპიონშიპის მე-8 ტურში, ანრი მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატია" დაუზავდა „კლუჟს", 0-0. ქართველის გუნდმა ქულა აიღო და გათამაშებას 46 ქულით ლიდერობს. ამასთან მეორე ადგილზე მყოფ „უნივერსიტატია კლუჟს", რომელსაც ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული 4 ქულით უსწრებს.


აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის 31-ე ტურში დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილის „ზირა", გასვლით შეხვედრაში დაუზავდა „იმისლის", 0-0. ქართველებიდან სასტარტო შემადგენლობიდან „პაპუნამ" დაიწყო და ის, 61-ე წუთზე შეცვალეს. სწორედ ამ დროს შემოვიდა მოედანზე ვოლკოვი. თუმცა, გოლის გატანა დღეს ვერც მან შესძლო. ამ ტურის შემდეგ, „ზირას" 50 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა.


ტრავმით გამოწვეული შესვენების შემდეგ დაბრუნდა ლაშა ოდიშარია. ლატვიის „ვირსლიგის" მე-11 ტურში, მისმა რფს-მ დიდი ანგარიშით, 5-0 დაამარცხა „ლიეპაია". ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო სკამზე იყო და მოედანზე 83-ე წუთზე შევიდა. იმ მომენტისთვის ანგარიში უკვე საბოლოო იყო. ქართველის გუნდი 11 ტურის შემდეგ, 28 ქულით გათამაშებას ლიდერობს.


ქართული ლეგიონის ნაწილის უახლოესი დღეების თამაშები:


9 მაისი

15:00 ინგლისის პრემიერ ლიგა / „ლივერპული" - „ჩელსი"

20:00 შვეიცარიის სუპერ ლიგა / „ვინტერტური" - „ლოზანა"

20:00 სლოვაკეთის ნაიკის ლიგა / „პოდბრეზოვა" - „სლოვანი" ბრატისლავა

20:00 სლოვაკეთის ნაიკის ლიგა / „მიხაილოვცე" - „დუნაისკა სტრედა"

20:30 საბერძნეთის სუპერ ლიგის გასავარდნი ჯგუფი / „ატრომიტოსი" - „პანეტოკიკოსი"

21:30  ისრაელის ლიგა ჰაალი  / „მაქაბი ჰაიფა" - „ბეითარი" იერუსალიმი

22:00 საფრანგეთის ლიგა 2 / „სენტ ეტიენი" - „ამიენი"

22:30 გერმანიის მეორე ბუნდესლიგა / „ნიურნბერგი" - „შალკე"


10 მაისი

03:30 აშშ MLS / „ატლანტა იუნაიტედი" - „ლოს ანჯელეს გალაქსი"

16:30  ესპანეთის ლა ლიგა / „მალიორკა" - „ვილიარეალი"

16:30  უკრაინის პრემიერ ლიგა / „პოლტავა" - „შახტარი"

17:30  გერმანიის ბუნდესლიგა / „ჰამბურგი" - „ფრაიბურგი"

18:00  საბერძნეთის სუპერ ლიგა კონფერენციის ლიგის ჯგუფი / „არისი" - „ოფი" კრეტა

18:15  ესპანეთის ლა ლიგა 2 / „ლეგანესი" - „რასინგი"

18:15 ნიდერლანდების ერედივიზიონი / „ექსელსიორი" - „ვოლენდამი"

19:30 გერმანიის ბუნდესლიგა / „კიოლნი" - „ჰაიდენჰაიმი"

21:00 სლოვაკეთის ნაიკის ლიგა / „ტრნავა" - „ჟილინა"

23:00 საფრანგეთის ლიგა 1 / „მეცი" - „ლორიანი"

23:00 საფრანგეთის ლიგა 1 / პსჟ - „ბრესტი"

23:30 პორტუგალიის ლიგა / „ალვერკა" - „ეშტორილი"


11 მაისი

23:15 პორტუგალიის ლიგა / „რიუ ავე" - „სპორტინგი"