ლიდერებმა კვლავ მოიგეს - ქალთა ლიგის მეორე წრე დაიწყო
ლიდერებმა კვლავ მოიგეს - ქალთა ლიგის მეორე წრე დაიწყო
08.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

8 მაისს ქალთა ლიგის მეორე წრე, მე-10 ტურის ოთხი შეხვედრით განახლდა. თავიდანვე გეტყვით, რომ ტურში ბომბარდირთა სიის ლიდერს ნათია დანელიას (15 გოლი) მონაწილეობა არ მიუღია. ისევე როგორც „ლანჩხუთის" კიდევ ერთ ფეხბურთელს კამარგოს (14 გოლი). აი, ჩინონირემ მაკკლინსმა (14 გოლი)  კი, მე-10 ტურში ვერ მოახერხა დანელიას დასწეოდა.


გათამაშების ლიდერი „ნიკე-ლუსო" რუსთავში, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში დებიუტანტ „თეთრიწყაროს" დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 0-7 დაამარცხა. თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, მოქმედი ჩემპიონის „ნიკე-ლუსოს" უპირატესობით წარიმართა, პირველი ტაიმის შემდეგ, სტუმრები სამბურთიანი სხვაობით იყვნენ წინ. ანგარიში მე-14 წუთზე, სოლანჟე კარვალიაშმა გახნსა 11-მეტრიანით. ტაიმის შუაწელში კი, ჯერ 22-ე წუთზე კესო მეტონიძემ, 30-ზე კი, ირინა ხაბურზანია, გაიტანეს. შეხვედრის პირველ ტაიმში, გაგა კირკიტაძეს იძულებითი ცვლილება მოუხდა, მე-16 წუთზე გვანცა ქადაგიშვილი შეცვალა. იმედს ვიტოვებთ, რომ სანაკრებო თამაშებისთვის გვანცა ჯანმრთელად იქნება. მეორე ტაიმში კი, მოქმედმა ჩემპიონმა კიდევ ოთხი გაიტანა - 56-ე წუთზე იამურ იალვაჩმა მეოთხედ აიღო მასპინძელთა კარი. ამის შემდეგ, ხაბურზანიამ ვერ გამოიყენა 11-მეტრიანი, თუმცა, მატჩის ბოლოს, 84-ე წუთზე დუბლი მაინც გაიფორმა. 69-ე წუთზე დუბლი გაიფორმა კესო მეტონიძემაც. 79-ე წუთზე კი, შეცვლაზე შემოსულმა თეკლე ბერიძემ კიდევ ერთხელ მოახერხა გოლის გატანა. „ნიკე-ლუსო", რომელმაც ქალთა ლიგის პირველი წრე ქულების მაქსიმუმით მოიგო, კვლავ პირველ ადგილზეა.


თბილისში, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში „ავაზა", სოხუმის „დინამომ" „ლანჩხუთს" უმასპინძლა. თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ მასპინძელ გუნდს, კვლავ აკლდა ხუთი ტრავმირებული ფეხბურთელი. შესაბამისად უკვე რამდენიმე ტურია, დინამოელებს თამაშებში მაქსიმალურად უწევთ დახარჯვა, ამასთან, ბოლო ორი მატჩი, გუნდს, ჯერ მოქმედ ჩემპიონთან ჰქონდა შეხვედრა, ამ ტურშუ კი, ვიცე-ჩემპიონს ეთამაშა. ანგარიში მე-7 წუთზე ნინო ბუხრიკიძემ გახსნა, თუმცა, ლანჩხუთელებს, უფრო ადრეც შეეძლოთ გოლის გატანა. პირველივე წუთზე, ნინო პასიკაშვილის დარტყმული ძელს მოხვდა, მომდევნო ეპიზოდში კი, ლიზი მწყერაშვილს მეკარემ სოხუმელთა მეკარე ანანო ხუცურაული ამჯერადაც და ზოგადად, მეორე თამაშია ურთულეს „სეივებს" გვთავაზობს. აი, ნინო ბუხრიკიძემ კი, ამ ტაიმშივე გაიფორმა ჰეთ-თრიქი, 31-ე და 38-ე წუთებზე კვლავ გაუტანა და რეალურად, ამ შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა. მეორე ტაიმში, სურათი დიდად არ შეცვლილა, უბრალოდ „ლანჩხუთმა" სამ გოლს ერთი დაუმატა, 72-ე წუთზე ლიზი მწყერაშვილმა მაინც გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა, 0-4.


4-0 დასრულდა მატჩი კიდევ ერთ თბილისურ სტადიონზე, სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში, სადაც ორი თბილისური გუნდი, „ვერე" და „ელიტა" დაუპირისპირდნენ. თავიდანვე ვთქვათ, რომ ეს თამაში დაახლოებით 15 წუთი, ძლიერი წვიმის გამო შეჩერებული იყო. ანგარიში კი, მე-15 წუთზე მარიამ მოდრეკილაძემ პენალტით გახსნა. 23-ე წუთზე სტუმარი გუნდის შეცდომას ავტოგოლი მოჰყვა და „ვერე" ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა. ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე კი, ანა ომანაძემ მესამედ გაუტანა სტუმრებს. ბოლო გოლი, 81-ე წუთზე, გუნდის ლეგიონერის, ალბინა პარუშიჩის ანგარიშზეა.


უხვგოლიანი გამოდგა შეხვედრა ამბროლაურში, სადაც აგრანო ვაჩაძის სახელობის სტადიონზე „რაჭა 2020"-მა, მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, „ბათუმს" უმასპინძლა. ბათუმელებმა ანგარიში სწრაფი გოლით გახსნეს, მე-6 წუთზე, ეკატერინე მალიშევამ გაიტანა, რომელმაც ტაიმის ბოლოს დუბლიც გაიფორმა. მანამდე კი, მე-10 წუთზე თათია შაინიძემ და 31-ე წუთზე დარინა სელიმბამ გაზარდეს ანგარიშში უპირატესობა. პირველი ტაიმის შემდეგ კი, სტუმრები მინდორზე მყოფი მოთამაშეების თვალსაზრისითაც უმეტესობაში იყვნენ - მასპინძლებს მეკარე მუნისა გულოვა გაუძევეს. 10 ფეხბურთელით დარჩენილ რაჭული გუნდს, „ბათუმმა" თამაშის ბოლოს, კიდევ ორჯერ გაუტანა, 70-ე წუთზე ნათია წოწერიამ, 86-ე წუთზე კი, ნატა მიქელაძემ აიღეს მეტოქის კარი. აჭარულმა გუნდმა 0-6 მოიგო და სატურნირო ცხრილში, სტაბილურად ინარჩუნებს მე-3 პოზიციას.


აქვე გეტყვით, რომ ამ ტურის ბოლო შეხვედრა, ქუთაისის „მართვესა" და „კვარტალს" შორის 31 მაისს გაიმართება. თუმცა, მანამდე 12 და 13 მაისს, ქალთა ლიგის მე-11 ტური არის ჩანიშნული, ალბათ, მეორე წრის ყველაზე დამაინტრიგებელი შეხვედრით - 12 მაისს  გვიმბალაურიში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში „ლანჩხუთისა" და „ნიკე-ლუსოს" დაპირისპირება გაიმართება.


ფოტო:(C) ნიკე-ლუსო