ბსბ - ხელბურთში, იმედო ფხაკაძის სახელობის საქართველოს თასის გამარჯვებული
ბსბ - ხელბურთში, იმედო ფხაკაძის სახელობის საქართველოს თასის გამარჯვებული
07.05.2026
ავტორი: TSFF.Ge

შარშანდელის მსგავსად, იმედო ფხაკაძის სახელობის საქართველოს თასის ფინალში ბსბ და „ქუთაისი 2015" წარსდგნენ. ზედიზედ მეორედ, ამ ტურნირის გამარჯვებული კი, ბათუმური გუნდი გამოვიდა. „შავი ზღვის ბიჭებმა", ამჯერად, 22-13 გაიმარჯვეს.


თამაში ბათუმელთა უპირატესობით წარიმართა, აი, ქუთაისელებს კი, თამაში არ წაუვიდათ. წაგების გარდა, პირველი ტაიმის დასრულებამდე წამებით ადრე მუხლის ტრავმა მიიღო და თამაშს გამოეთიშა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ზურიკო სიმონია, რომელმაც ტრავმამდე სამი ბურთის გაიტანა მოახერხა.


ორივე გუნდიდან 6-6 გოლით საუკეთესოები გახდნენ შალვა სტურუა (ბსბ) და დავით გრიშკაშვილი („ქუთაისი-2015").


მოგეხსენებათ, იმედო ფხაკაძის თასის გათამაშებაში ექვსი გუნდი, „სტუ-პეგასი", „სამტრედია", „აჭარა", „პრომეთე", „ქუთაისი-2015" და ბსბ მონაწილეობდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ 2025 წლის ფინალში ბსბ და „ქუთაისი-2015" შეხვდნენ, წელს ისინი გათამაშებაში, 1/2 ფინალიდან ჩაერთვნენ გათამაშებაში.


1/4 ფინალები, რომელშიც ოთხი გუნდი მონაწილეობდა შემდეგი ანგარიშით დასრულდა:


„სტუ -პეგასი" - „სამტრედია" 34-29

„აჭარა"  - „პრომეთე „30-28


აი, 1/2 ფინალში კი, „ქუთაისი 2015"-მა „აჭარა" დაამარცხა 41-28, ბსბ  კი, „სტუ-პეგასს" სძლია 32-17.


აქვე გეტყვით, რომ 28 მაისიდან, საქართველოს ჩემპიონატის ოთხთა ფინალი დაიწყება. გათამაშებას კი, ამ მომენტში ბსბ უდგას სათავეში. ასე, რომ არაა გამორიცხული, ბათუმელებმა სეზონში დუბლიც გაიფორმონ.


ფოტო: ხელბურთის ფედერაციის