
30 მაისს ბუდაპეშტში, „არსენალთან" დაპირისპირება ხვიჩა კვარაცხელიასათვის იქნება ამ სეზონში ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენლის წინააღმდეგ მეხუთე შეხვედრა. წინა ოთში, ქართველმა „ჩელსის" ორ შეხვედრაში სამი გოლი გაუტანა და ერთი გადაცემა ჩაიწერა. „ლივერპულთან" ერთი გოლი და ერთი გადაცემა მიითვალა. ეს გარემოება, კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, მომავალ ფინალს.
„ყველა გუნდს პატივს ვცემთ. ჩვენთვის მთავარია საკუთარი თამაში ვითამაშოთ. ჩვენ მართლა არ ვფიქრობთ, ვინ იქნება ჩვენი მეტოქე. ჩვენ, უბრალოდ მოვემზადებით თამაშისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ მოედანზე. რთული იქნება - ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია და ჩვენ უბრალოდ უნდა გავიდეთ და ამ მოცემულობით ვისიამოვნოთ", - ამბობს „კვარა".
დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მოახერხა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის შვიდ თამაშში გოლის გატან და საგოლე გადაცემის შესრულება.
„ძალიან ვამაყობთ, რომ ამის გაკეთება კიდევ მოვახერხეთ. ჩვენ ფინალისთვის მზად უნდა ვიყოთ. ეს იქნება ჩვენი ცხოვრების საუკეთესო მატჩი და ამ კლუბისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ის, რომ სწრაფად გავიტანეთ. მე დავინახე დემბელე, რომელიც მარტო იყო და მრჩებოდა მხოლოდ ის, რომ მისთვის ბურთი მიმეცა. მან ძალიან კარგად დაასრულა. ჩვენ ვამაყობთ დემბელეთი და მთელი გუნდით, რადგან ჩვენ დღეს ვიბრძოლოთ და გუნდური სულისკვეთება იყო საოცარი", - ამბობს მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია TNT Sports-თვის გაკეთებულ კომენტარში.
შეხვედრის მე-4 წუთზე, როდესაც „ბაიერნის" დაცვა მთლიანად ხვიჩას შესაჩერებლად გადაეწყო, რადგან დიდი ვარაუდით ელოდნენ რომ ქართველი კარში დაარტყამდა, სრულიად უმეთვალყუროდ დარჩათ დემბელე. მანად ისე, რომ ხელს არავინ უშლიდა, მშვიდად გადაგზავნა ბურთი ნოიერის კარში, რომელიც თავის მხრივ, ასევე, კვარაზე იყო გადართული.
„ძალიან ბედნიერი ვარ, ჩვენ ფინალში ვართ. ვიცით, რომ „არსენალის" წინააღმდეგ ძალიან რთული თამაში იქნება. „ბაიერნი" არის ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი - ძალიან რთული იყო თამაში, ყველაზე რთული ამ სეზონში. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ასეთ გუნდებთან თამაში შეგვიძლია" - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გვერდისთვის გაკეთებულ კომენტარში.
მიუნხენში, „ალიანს არენაზე" ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ, „ბაიერნთან" ფრედ, 1-1 ითამაშა, ორი შეხვედრის ჯამში კი, 6-5 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა. 30 მაისს, ბუდაპეშტში „პუშკაშ არენაზე" „კვარას" პსჟ, ტუტულის დაცვას, „არსენალის" წინააღმდეგ შეეცდება.
ფოტო: UEFA CL





ჩვენ








