ხვიჩა კვარაცხელია ზედიზედ მეორედ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს
ხვიჩა კვარაცხელია ზედიზედ მეორედ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს
07.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ალბათ, არ გვიწყენენ „არსენალის" ქომაგები და დიდი იმედია, ლიგის ფინალი სანახაობრივი გამოვა, თუმცა, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი, „ბაიერნისა" და პსჟ-ს ნახევარფინალური დაპირისპირებები უფრო იყო. განსხვავებით პირველი ნახევარფინალისგან, რომელმაც სანახაობრიობის თვალსაზრისით ყველა რეკორდი მოხსნა, იყო გახსნილი, ლაღი თამაში, დღევანდელი საპასუხო შეხვედრა უფრო კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა - ლუის ენრიკეს გუნდს, ყველა ვარიანტში უნდა მოეხერხებინა პირველ რაუნდში მიღწეულის შენარჩუნება და ფინალში გასვლა. მატჩის შემდეგ, ლუის ენრიკე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საკმაოდ რთულ თამაშში, მისმა გუნდმა გამოავლინა ხასიათი.


„ნათელია, რომ ჩვენ ამ მომენტით უნდა გავიხაროთ. მაღალი ხარისხის თამაში იყო. ორივე გუნდმა კარგად ითამაშა, ჩვენ თავი დავიცავით კარგად და რაც მთავარია თამაში პოზიტიურად დავიწყეთ. პირველივე წუთებზე შევქმენით მომენტები და გოლის გატანის შემდეგ, როდესაც მსგავს თამაშს თამაშობ, „ბაიერნმა" აქტიურად შემოგვიტია და საკმაოდ რთული იყო, რადგან ასეთი დაცვის თამაშს არ ვართ მიჩვეული. თუმცა, როგორც ყოველთვის ვაჩვენეთ რა ტიპის გუნდი ვართ, როგორი მოთამაშეები გვყავს. წარმოუდგენელია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეორედ ვართ ზედიზედ და ეს ანახებს გუნდის, მოთამაშეების დონეს. ძალიან კმაყოფილი ვარ.


რთულია იმის თქმა პსჟ არის თუ არა ყველაზე ძლიერი გუნდი, რომლისთვისაც მიხელმძღვანელია. თუმცა, ბოლო სამ წელიწადში, ბევრ გუნდს შევხვედრივართ, სადაც ყოფილან ძლიერი ფეხბურთელები, უთამაშიათ კარგი დაცვა და მათ წინააღმდეგ იყო რთული თამაშები, მაგრამ დღევანდელი თამაშიდანაც გამომდინარე, ვანახეთ რა დონის გუნდი ვართ. წლევანდელი სეზონი გამორჩეული იყო ტრავმიანობის მხრივაც", - ამბობს ლუის ენრიკე.


„მკვლელის მენტალიტეტის" არქონაზე გაამახვილებს ყურადღებას მატჩის დასრულების შემდეგ, მანუელს ნოერი, რომელმაც რეალურად მე-4 წუთზე დემბელეს გატანილი გოლის გარდა ყველაფერი აიღო, რამაც კი ამ შეხვედრაში მისი კარის სიახლოვეს ჩაიფრინა - პირველ ტამში, ალიანს არენას ტრიბუნებიდან ნასროლი ბოთლებიც კი. აი, საგოლე გადაცემას, რომ თავი დავანებოთ, ხვიჩა კვარაცხელიას  21-ე, 57-ე, 79-ე წუთებზე თავად ჰქონდა გოლი გატანის შანსები, პირველ და მეორე ეპიზოდში თუ მანუმ მოიგერია ქართველის დარტყმულები, ბოლო ეპიზოდში, თავად კვარას დააკლდა ცოტა.


ალბათ, ამ შეხვედრაში სწრაფმა გოლმაც ბევრი რამ შეცვალა. მე-4 წუთზე, როდესაც „ბაიერნის" დაცვა მთლიანად ხვიჩას შესაჩერებლად გადაეწყო, რადგან დიდი ვარაუდით ელოდნენ რომ ქართველი კარში დაარტყამდა, სრულიად უმეთვალყუროდ დარჩათ დემბელე. მანად ისე, რომ ხელს არავინ უშლიდა, მშვიდად გადაგზავნა ბურთი ნოიერის კარში, რომელიც თავის მხრივ, ასევე, კვარაზე იყო გადართული.


„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ის, რომ სწრაფად გავიტანეთ. მე დავინახე დემბელე, რომელიც მარტო იყო და მრჩებოდა მხოლოდ ის, რომ მისთვის ბურთი მიმეცა. მან ძალიან კარგად დაასრულა. ჩვენ ვამაყობთ დემბელეთი და მთელი გუნდით, რადგან ჩვენ დღეს ვიბრძოლოთ და გუნდური სულისკვეთება იყო საოცარი",  - ამბობს მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია TNT Sports-თვის გაკეთებულ კომენტარში.


ამ საგოლე გადაცემის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მოახერხა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის შვიდ თამაშში გოლის გატან და საგოლე გადაცემის შესრულება. აღსანიშნავია, რომ ხვიჩამ, ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება, 10 ბალიანი სისტემიდან, თითქმის 9 მიიღო, თუმცა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე, უეფა-ს ტექნიკური დამკვირვებლების აზრით, პაჩო დაასახელეს, დაცვაში კარგი თამაშისთვის და ყველა მოგებული დუელისთვისო. მიუხედავად ამისა, თამაშის დასრულების შემდეგ, ხვიჩა იტყვის, რომ:


„ძალიან ბედნიერი ვარ, ჩვენ ფინალში ვართ. ვიცით, რომ „არსენალის" წინააღმდეგ ძალიან რთული თამაში იქნება. „ბაიერნი" არის ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი - ძალიან რთული იყო თამაში, ყველაზე რთული ამ სეზონში. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ასეთ გუნდებთან თამაში შეგვიძლია" -  ამბობს ხვიჩა კვარაცხელია, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გვერდისთვის გაკეთებულ კომენტარში.


65-ე წუთიდან გერმანული მანქანა პარიზელებს მიაწვა და საფონოვსაც უფრო ხშირად მოუხდა ჩართვა და მუშაობა. თუმცა, თამაშისთვის მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მესამე წუთზე ინგლისელმა ჰარი კეინმა გერმანიის გუნდის მაისურით მაინც გაიტანა, ანგარიში გაათანაბრა, „ალიანს არენაზე"  ფრანგული კანკანიც ააჟღერა, თუმცა, ეს უფრო პარიზელთა ფინალისკენ გზის დალოცვა გამოვიდა, რადგან რეკორდმაისტერს, თამაშის გადასარჩენად დრო აღარ ეყო.  


„სამწუხაროდ, გოლი ძალიან გვიან გავიტანეთ და აღარ გვეყო დრო კიდევ შეგვექმნა მომენტი. თუნდაც, სტანდარტული მომენტი შეგექმნა. ამ მხრივ, ძალიან დაგვაგვიანდა. ვფიქრობ, ჩვენ, საკვანძო მომენტი ამ შეხვედრაში გამოგვეპარა. აქ იყო სტადიონი, ჩვენც ვიყავით ამ სტადიონზე, მაგრამ პარიზელთა საჯარიმოში, რაღაც გვაკლდებოდა", - ამბობს ნოიერი.


ამ თამაშში იყო, კიდევ ორი მომენტი, სადაც „ბაიერნის" ფეხბურთელები 11-მეტრიანს ითხოვდნენ. ორივე ეპიზოდი ხელით თამაშს უკავშირდება, თუმცა, პორტუგალიელმა მსაჯებმა, არც ერთი ეს მომენტი დასჯად ეპიზოდად არ მიიჩნიეს. ჩვენ, ამ თემას ქართველ მსაჯებთან ერთად მომავალში დავუბრუნდებით. მანამდე კი, შევაჯამოთ დღევანდელი შეხვედრა, რომელიც ფრედ, 1-1 დასრულდა (იხილეთ მატჩის სტატისტიკური ჩანაწერი), ორი შეხვედრის ჯამში კი, პსჟ-მ 6-5 გაიმარჯვა და 2025-2026 წლების ფინალში, გავიდა, რომელიც 30 მაისს, უნგრეთში „პუშკაშ არენაზე" გაიმართება და სადაც კვარა და მისი პსჟ, მეორე ზედიზედ შეეცდებიან ლიგის მოგებას.


ფოტო: © UEFA