„იბერია 1999“ ერთპიროვნულად ლიდერობს - ტური ხვალ „დინამო არენაზე“ დასრულდება
„იბერია 1999“ ერთპიროვნულად ლიდერობს - ტური ხვალ „დინამო არენაზე“ დასრულდება
06.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეროვნული ლიგის მე-11 ტური ქუთაისში „ტორპედოსა" და „რუსთავის" დაპირისპირებით დაიწყო. რამაზ შენგელიას სტადიონზე, უპირატესობა, შეხვედრის პირველი ტაიმის საწყის წუთებში მასპინძლებს ჰქონდათ. თუმცა, 30-ე წუთზე, ვარლეი დე სილვამ  წესები დაარღვია, VAR-მა კი, ტორპედოელისთვის წითელი ბარათის ვერდიქტი გამოიტანა, რა თქმა უნდა, მთავარ მსაჯთა საბოლოო კონსულტაციის შემდეგ. შესაბამისად, 33-ე წუთიდან მასპინძლები ათნი დარჩნენ, ამან კი „რუსთავს" რომელიც ძლიერთა ლიგაში, საკმაოდ დიდი თავსატეხია ფავორიტებად შერაცხული გუნდებისთვის, გააქტიურდა. პირველი ტაიმის შემდეგ, კარში დარტყმებისა და კუთხურების თვალსაზირისითაც მასპინძლებზე უკეთ გამოიყურებდა, თუმცა, ტაიმის შემდეგ, ტაბლოზე 0-0 იყო. მეორე ტაიმში კი, გია ცეცაძის გაწვრთნილმა გუნდმა სრულად ისარგებლა რიცხობრივი უპირატესობით, მოახერხა ბურთის დაჭერაც და კარისკენაც უფრო მეტჯერ დაარტყა, 88-ე წუთზე კი, მასპინძელთა საჯარიმოს მისადგომებთან ძმები ქუთათელაძეების კომბინაცია, ნიკოლოზ ქუთათელაძის გოლით დასრულდა. თუმცა, რუსთაველთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. მასჯის მიერ თამაშისთვის კომპენსირებულ დროში, გიორგი კოხრეიძის გადაცემით, კომნენ ანდრიჩმა ქუთათურებს მნიშნელოვანი ქულა გადაურჩინა. შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. ამ ტურის შემდეგ, „რუსთავი" 19 ქულით მე-2 ადგილზე იყო. „ტორპედოს" კი, 16 ქულა დაუგროვდა და მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა, შეინარჩუნებდა თუ არა, ამ პოზიციას ცხრილში იმერეთის მთავარი კლუბი, ტურის ცენტრალურ შეხვედრაზე, „დილასა" -„იბერია 1999"-ს შედეგზე იყო დამოკიდებული.  


გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე კი, „დილასა" და „იბერია 1999"-ის დაპირისპირება სტუმართა კარნახით წარიმართა. თავიდანვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ სტუმართა გუნდში და ზოგადად შეხვედრაშიც ჩვენი ყურადღება, უკვე მორიგ მატჩში 17 წლის ანდრია ბართიშვილმა მიიქცია. თბილისური კლუბის თამაშიც, ამ ახალგაზრდა ფეხბურთელის ირგვლივ იყო აგებული. პირველი ტაიმისთვის მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის პირველ წუთზე, ანგარიში სწორედ, „ბართის" გამოზომილი გადაცემის შემდეგ გავიდა. დავით კერესელიძეს, რომელსაც გორელთა კლუბი, უნდა უმადლოდეს რომ შეხვედრა უფრო დიდი ანგარიშით არ დასრულდა, გასახდელში ბურთი ყოფილმა დილელმა პაატა ღუდუშაურმა. მეორე ტაიმში, ბართიშვილთან უხეშობას მოჰყვა მასპინძელთა კარში დანიშნული 11-მეტრიანი, თუმცა, ამჯერად „კერესამ" იმარჯვა და გიორგი ჯინჯოლავას დარტყმული მოიგერია. ზოგადად, გორელები, საკმაოდ უხეშობდნენ, თუმცა, ეს სტილი ამ გუნდისთვის არახალია. შესაბამისად, სტუმართა გუნდში, მაგალითად პენალტის ეპიზოდამდე, იძულებითი ცვლილება მოხდა, ტრავმირებული გიორგი კუცია, ბაქარ ქარდავამ ჩაანაცვლა. საბოლოოდ, ეს შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით, 0-1 დასრულდა, შესაბამისად, „იბერია 1999", 23 ქულით, კვლავ სატურნირო ცხრილის სათავეშია.


მიმდინარე სეზონში წყალტუბოში მოთამაშე ორი გუნდი „სამგურალი" და  „მეშახტე" ერთანეთს დაუპირისპირდნენ. თამაში სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა. მასპინძელთა სათამაშო უპირატესობისა და პირველ ტაიმში გოლის გატანის მცდელობების მიუხედავად, შესვენებაზე გუნდები 0-0-ზე გავიდნენ. მეორე ტაიმში 55-ე წუთზე ლევან გეგეჭკორის ჩამოწოდებული კუთხური, ლევან პაპავამ ტყიბულელთა კარში გადააგზავნა. იმავე პაპავამ, 69-ე წუთზე პენალტი გააფუჭა. უფრო ზუსტად, ლევან შოვნაძემ მოიგერია - ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, აქ იმუშავა დაუწერელმა კანონმა, „რაც არ იყო, არ შეგერგება" -რადგან მიგვაჩნია, რომ 11-მეტრიანის დანიშვნის მომენტში ამ შეხვედრაში მომუშავე მსაჯთა ბრიგადას შეეშალა. თუმცა, ამ მომენტის მიუხედავად, წყალტუბოელები მეორე ტაიმშიც დომინანტები იყვნენ და კიდევ ორი გოლი გაიტანეს. 77-ე წუთზე ველისოლიმ გაზარდა ანგარიში ორამდე. კიდევ სამ წუთში, მე-80 წუთზე ლაშა უგრეხელიძემ ერთი ბურთი გაქვითა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, კლაუდიო სებოლინიამ ამ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „სამგურალმა" 3-1 გაიმარჯვა და მინიმუმ ხვალამდე, 14 ქულით მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.


მე-11 ტურის დღევანდელი დღის ბოლო შეხვედრა „პეტრო არენაზე" გაიმართა. შავი ზღვისპირული დერბი, თბილისური წვიმის ფონზე, გია ჭიაბრიშვილის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. „გაგრასა" და ბათუმის „დინამოს" დაპირისპირებაში მე-19 წუთზე, ლუკა წულუკიძის გადაცემით, დმიტრი მანდრიჩენკომ გახსნა ანგარიში. იმავე მანდრიჩენკომ 67-ე წუთზე დუბლი გაიფორმა. ამჯერად თორნიკე კირკიტაძის გადაცემის შემდეგ. 86-ე წუთზე დავით მუჯირს, ლაზარე კუპატაძემ აუღო. თუმცა, ამავე ეპიზოდის გაგრძელებისასა კუთხურის შემდეგ, ბათუმელებმა ცუდად მოიგერიეს, საბა ზოიძემ ბურთი ბათუმელთა საჯარიმოში ჩააბრუნა, იქ კი, ზურაბ ჭავჭანიძემ ანგარიში შეამცირა. ბოლო წუთებში კუპატაძეს კიდევ რამდენჯერმე მოუხდა თამაშში ჩართვა. სბოლოოდ, ეს მატჩი 1-2 დასრულდა ბათუმელთა სასარგებლოდ. 


ხვალ, თბილისში, „დინამო არენაზე" თემურ ქეცბაიას, კლუბის მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო შეხვედრას გარამრთავს. „დინამო თბილისი" - „სპაერს" დაუპირისპირდება. ამ მომენტისთვის გუნდები სატურნირო ცხრილში თანაბარი 12-12 ქულით მე-6-7 ადგილებს იყოფენ.