
ზურა ხიზანიშვილის 19-წლამდე ნაკრები ხვალიდან, 6 მაისიდან, 2026 წლის მეორე შეკრებას იწყებს. 28 და 30 მარტს თბილისში, ყაზახეთთან ჩატარებული ორი სპარინგის შემდეგ (პირველი მოვიგეთ 6-2, მეორეში დავმარცხდით 0-2), აღნიშნული ასაკობრივი ნაკრების მაისის სამდღიანი შეკრება სასელექციო ხასიათისაა. შესაბამისად, ხიზანიშვილმა ამჯერად, მარტისგან განსხვავებით გადახალისებულ შემადგენლობას უხმო. ფეხბურთის ფედერაციის სანაკრებო გვერდის ინფორმაციით, 19-წლამდეთა ნაკრები, სფფ-ის ტექნიკური ცენტრის „ბასას" მოედანზე ორმხრივ მატჩებს გამართავს.
ამჯერად ხიზანიშვილმა 28 ფეხბურთელს უხმო, რომელთა შორის არიან - მეკარეები: საბა ასანიძე („ლოკომოტივი", თბილისი), გიორგი ბაშარული („დინამო თბილისი"), ცეზარ ტოგონიძე („მერანი" თბილისი); მცველები: ლუკა შარიქაძე („დინამო თბილისი"), ანდრია ჭეიშვილი („იბერია 1999"), ლუკა ჩაბრაძე („ლოკომოტივი", თბილისი), ანდრია ნიჟარაძე („დინამო თბილისი"), ალექსანდრე გეწაძე („ლოკომოტივი", თბილისი), ლუკა კუპრავა („ტორპედო", ქუთაისი), გლებ კატკოვი („ტორპედო", ქუთაისი), ლუკა გოგიაშვილი („ვიტ ჯორჯია"); ნახევარმცველები: ანდრია ქობულიძე („ლოკომოტივი", თბილისი), დავით მანწკავა („ლოკომოტივი", თბილისი), საბა ავდოევი („იბერია 1999"), მირიან ზოიძე („დინამო", ბათუმი), ილია ამილახვარი („ინტერი", თბილისი), გიგა ბულია („დინამო თბილისი"), ლუკა თოდუა („ინტერი" თბილისი), თემურ ცეცხლაძე („გაგრა"), ავთანდილ გიორგაძე („დინამო თბილისი"), ცოტნე ხარებავა („იბერია 1999"), ნიკოლოზ წამალაშვილი („იბერია 1999"), ბექა ბარამიძე („დინამო", ბათუმი), ნიკა ქემოკლიძე („ლოკომოტივი" თბილისი); თავდამსხმელები: დავით მელაშვილი („ლოკომოტივი", თბილისი), ანრი ადეიშვილი („სამტრედია"), გიორგი ქურდოვანიძე („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ გულიაშვილი („არაგვი").
შეგახსენებთ, რომ 19-წლამდე ნაკრების მთელი სამზადისი და კონკრეტული შიდა სასელექციო შეკრებაც ივნისში გასამართ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლის უკავშირდება. აღნიშნული ციკლის ფარგლებში კი, მინი-ტურნირის მატჩები თბილისში გაიმართება. „ხიზანას" ბიჭების ჯგუფში მონტენეგროსა და ისლანდიის ნაკრებები არიან.
ქართველ 19-წლამდეთა თამაშები 3 და 9 ივნისს, „პეტრო არენაზე", თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდი ჯერ მონტენეგროს, შემდეგ კი, ისლანდიის ნაკრებს შეხვდება.





ჩვენ








