
ნათია დანელიამ მიმდინარე სეზონში მე-15 გოლი გაიტანა, მასზე თითო გოლით ნაკლები აქვთ გატანილი მიმდინარე სეზონში მის თანაგუნდელ გაბრიელა კამარგოს (14) და ჩინონირემ მაკკლინსი (14) „ნიკე-ლუსოდან", რომელიც ჩემპიონატის ბომბარდირებს დღეს შესრულებული პენტატრიკით დაეწია. თათია გაბუნიამ კი, მორიგ ჯერზე შეინახა კარი მშრალად.
ქალთა ლიგის პირველი წრის ბოლო, მე-9 ტური დღეს, ქობულეთში, „ჩელე-არენაზე" დაიწყო. „ბათუმმა", რომელიც მიმდინარე სეზონში სტაბილურად კარგად თამაშობს, ქალთა ლიგის დებიუტანტ „თეთრიწყაროს" დაუპირისპირდა. ვიდრე, უშუალოდ მატჩის პერიპეტიებზე ვილაპარაკებთ, უნდა ვთქვათ, რომ „ჩელე არენაზე" გამართულ ამ დაპირისპირებას გულშემატკივარიც ბევრი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ადგილობრივი ქალაქის საფეხბურთო სკოლების აღსაზრდელები, რომლებიც განსაკუთრებით თანაქალაქელ ხატია ჭყონიას ქომაგობდნენ. ქართული ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთმა ვეტერანმაც, თამაშისთვის დამატებულ დროში გატანილი გოლიც დიდი ალბათობით, სწორედ მათ მიუძღვნა. შეხვედრაში კი ანგარიში 26-ე წუთზე 11-მეტრიანი გაიხსნა. ანგარიში ნათია წოწერიამ გახსნა. სტანდარტულიდან გავიდა მეორე გოლიც. ამჯერად, სალომი დიმოპულომ საჯარიმოდან პირდაპირ კარში დაარტყა, 2-0. მეორე ტაიმის საწყის წუთებზე, სტუმრები გააქტიურდნენ, 55-ე წუთზე კი, კუთხურს დიანა ბაქრაძის გოლი მოჰყვა. 62-ე წუთზე სტუმართა კარის მცველმა თამარ ნადირაშვილმა დაარღვია წესები, თუმცა, თავადვე გამოასწორა ეს შეცდომა და სოფო კვაჭანტირაძეს აუღო. 79-ე წუთზე წოწერიამ დუბლი შეასრულა. საბოლოოდ, „ბათუმმა" 4-1 მოიგო.
უხვგოლიანი გამოდგა შეხვედრა ქუთაისში, სადაც სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში, სადაც ადგილობრივმა „მართვემ" „ლანჩუხთს" უმასპინძლა. ანგარიში მე-7 წუთზე ნათია დანელიამ გახსნა და მანვე, 90-ე წუთზე დუბლით, ამ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 9 ტურის შემდეგ ნათიას ანგარიშზე 15 გოლი აქვს და ის, კვლავ ბომბარდითა სიის სათავეშია. შედეგიანი თამაში გამოუვიდა გურულთა ლეგიონერ გაბრიელა კამარგოს, რომელმაც დღეს ჰეთ-თრიქი (22', 24', 79') გაიფორმა. 85-ე წუთზე კი, ნინო ბუხრიკიძემაც აიღო მეტოქის კარი. რეალურად ამ შეხვედრაში მატჩის ბედი პირველ ტაიმში გადაწყდა, რომელიც სტუმრებმა 0-4 მოიგეს. აქედან, ერთი გოლით ქუთაისელები ლანჩხუთელებს თავად დაეხმარნენ. საბოლოოდ, „ლანჩხუთმა" 0-7 გაიმარჯვა.
ძირითადი შემადგენლობიდან შვიდი ფეხბურთელი სოხუმის „დინამომ" სათადარიგო ფეხბურთელებით ჩაანაცვლა, თუმცა, ეს დიდად ვერ დაეხმარა ძლიერთა შორის დაბრუნებულებს კონკრეტულ შეხვედრაში, რადგან მათი მეტოქე, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ნიკე-ლუსო" იყო. თბილისში, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრ „ავაზაზე" თორმეტი უპასუხო გოლი გაიტანეს. პირველი ტაიმი 0-7, თამაში კი, 0-12 მოიგეს. ანგარიში მე-10 წუთზე ჯოან ანიტა ნაბირიემ გახსნა, რომელმაც 55-ე წუთზე დუბლი გაიფორმა. დუბლი შეასრულა კესო მეტონიძემაც (53', 89'), თითო გოლი კი, არინა სიტნიკავამ (16'), თაიზაა (35') და ირინა ხაბურზანიამ (51') გაიტანეს. მატჩის გმირი კი, ჩინონიერემ მაკლინსი (13', 20', 40', 43', 66') გახდა, რომელმაც პენტატრიკი შეასრულა. ამ ანგარიშის მიუხედავად, ალბათ, მასპინძელთა რიგებიდან, აღნიშვნის ღირსია სოხუმელთა მეკარე ანანო ხუცურაული, რომლის თამაშმაც რიგ მომენტებში დინამოელთა კარი გოლებისგან იხსნა.
მიმდინარე გათამაშებაში პირველი შეხვედრა მოიგო „რაჭა 2020"-მა. ამბროლაურში, აგრანო ვაჩაძის სახელობის სტადიონზე რაჭველები 4-0 დაამარცხეს თბილისი „ელიტა" და სატურნირო ცხრილშიც ადგილი გაუცვალეს. ანგარიში კი, 22-ე წუთზე ანასტასია გაბუნიამ გახსნა, რომელმაც 81-ე წუთზე დუბლიც გაიფორმა. რაჭველთაგან თითო გოლი 11-მეტრიანით, 50-ე წუთზე ბარბარე ჭელიძემ გაიტანა, მატჩის მიწურულს, 84-ე წუთზე კი ანა კირვალიძემ გამოიჩინა თავი.
57-ე წუთზე ნატა კვირკვაიას გატანილმა გოლმა გადაწყვიტა თბილისური დაპირისპირების ბედი, რომელიც სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა. „ვერესა" და „კვარტალის" შეხვედრა, ვერელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა.
ქალთა ლიგის მეორე წრე, მე-10 ტურით 8 მაისს არის ჩანიშნული.
ფოტო: ქსკ "ნიკე-ლუსო"





ჩვენ








