
საქართველოში სტარტი აიღო 15-წლამდე გოგონათა ლიგამ. ქალთა ფეხბურთის გულშემატკივარს ემახსოვრება, რომ მსგავსი ლიგა 2025 წელსაც გაიმართა, თუმცა, მაშინ გათამაშება სექტემბერში დაიწყო და ნოემბერს დასრულდა, ამას გარდა, განსხვავებული იყო ჩემპიონატის ფორმატიც, 9X9. ამჯერად, გათამაშებამ სტარტი მაისში აიღო და გამარჯვებულების ვინაობას ნოემბერში გავიგებთ.
შეიცვალა ტურნირის ფორმატიც, ნაცვლად 9X9 ფორმატისა, 2026 წლის გათამაშებაში ტურნირი 11X11-ზე ტარდება. გათამაშება სამ წრედ ჩატარდება, თავდაპირველად ზონალური პრინციპით - აღმოსავლეთი და დასავლეთი. 2026 წლის გათამაშებაში 14 გუნდი მონაწილეობს, საიდანაც 8 აღმოსავლეთის („კვარტალი", „რუსთავი", „ვერე", „დანისი", „სიონი", „ნორჩები", „დინამო სოხუმი", „ავაზა") ჯგუფში, ხოლო 6 დასავლეთის („ტორპედო", „მეშახტე", „მართვე", „ბათუმი", „ბაია ზუგდიდი", ქსკ „იმერეთი") ჯგუფში ასპარეზობს.
2 მაისს, პირველი ტურის ოთხი მატჩი აღმოსავლეთის ჯგუფში გაიმართა. დასავლეთის ჯგუფის გათამაშება კი, 23 მაისს დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 15-წლამდე გოგონათა ლიგის ორგანიზატორია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
აღმოსავლეთი ჯგუფის თამაშების კალენდარი იხილეთ ბმულზე.
დასავლეთი ჯგუფის თამაშების კალენდარი იხილეთ ბმულზე.
ფოტო: სფფ





ჩვენ








