ქართველი გოგონები მსოფლიო თასის III ეტაპზე ასპარეზობენ
ქართველი გოგონები მსოფლიო თასის III ეტაპზე ასპარეზობენ
02.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ჩინეთის ქალაქ Xi'an-ში დღეს მხატვრულ ცურვაში მსოფლიო თასის III ეტაპის მეორე საასპარეზო დღე იყო. შეგახსენებთ, რომ შეჯიბრში ქართველი სპორტსმენები მარია ალავიძე და ნიტა ნათობიძე მონაწილეობენ. გოგონებმა 1 მაისს, ორ დისციპლინაში იასპარეზეს (იხილეთ ბმული).


დღეს კი, მედლების კომპლექტი ქალთა შორის დუეტებში თავისუფალ პროგრამაში გათამაშდა. ასპარეზობა თბილისის დროით 10:30 საათიდან დაიწყო. მარია ალავიძე და ნიტა ნათობაძემ, 18 დუეტს შორის საბოლოოდ, 217.8701 ქულით მე-11 ადგილით დაასრულეს ასპარეზობა (იხილეთ შეჯიბრის ოქმი). ათეულში შესასვლელად, ჩვენს გოგონებს 0.8482 ქულა დააკლდათ.


ხვალ, 3 მაისს კი, მედლები თავისუფალ პროგრამაში ქალთა სოლოს დისციპლინაში გათამაშდება. ასპარეზობაში რომელიც თბილისის დროით 09:30 დაიწყება, უკვე დამოუკიდებლად, მაღალი შედეგებისთვის მარია ალავიძე და ნიტა ნათობაძე დამოუკიდებლად და ამჯერად, ერთმანეთის კონკურენტების ამპლუაშია იბრძოლებენ.


შეგახსენებთ, რომ მოსფლიო თასის III ეტაპი 1 მაისს დაიწყო და  3 მაისის ჩათვლით, მიმდინარეობს. ისევე, როგორც წინა ორ ეტაპზე, ამჯერადაც შეჯიბრში საქართველოს წარმომადგენლებიც ასპარეზობენ - მარია ალავიძე, ნიტა ნათობიძე და ანა ყიფიანი. ჩვენი გუნდის წევრები საერთო ჯამში ოთხ დისციპლინაში (სოლო ტექნიკური, ტექნიკური დუეტი, ქალთა დუეტი, ქალთა სოლო) იასპარეზებენ. აქვე გეტყვით, რომ დუეტებში ჩვენს გოგოებს ჰყავთ რეზერვი, ანა ყიფიანი.



ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სახეობების ფედერაცია

სტატია რედაქტირებულია 16:00 / 02.05.26