ნარიმანიძე „ჟილინასთან“ ერთად სლოვაკეთის თასის მფლობელია
ნარიმანიძე „ჟილინასთან“ ერთად სლოვაკეთის თასის მფლობელია
01.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვიდრე ხვალ, სლოვაკეთის ნაიკის ლიგის  ჩემპიონშიპის ჯგუფში გურამ კაშიას „სლოვანი", გიორგი გაგუასა და ცოტნე კაპანაძის „დუნაისკა სტრედა" ოქროს მედლებისკენ მიმავალ გზად დარჩენილი სამი ტურიდან, ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში დაუპირისპირდება, სანდრო ნარიმანიძე, „ჟილინასთან" ერთად, სლოვაკეთის თასის გამარჯვებულია.


„ჟილინამ" ფინალურ შეხვედრაში, რომელიც სპორტის ქართული ქომაგებისთვის კარგად ნაცნობ „ჟილინას" სტადიონზე გაიმართა 3-1 გაიმარჯვა და სლოვაკეთის თასის მფლობელი გახდა. „კოშიცესთან" დაპირისპირებაში ანგარიში ქართველის გუნდმა მე-16 წუთზე გახსნა, პირველი ტაიმი კი, 2-0 მოიგო. მეორე ტაიმის სტარტზე ჟილინელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და 3-0 დაწინაურდნენ. სტუმრებმა, მხოლოდ თამაშის მიწურულს 89-ე წუთზე მოახერხეს ერთი გულის გაქვითვა. რაც შეეხება ნარიმანიძეს, მან სრული მატჩი ჩაატარა.


რაც შეეხება საჩემპიონო რბოლაში, მთავარ შეხვედრას ბრატისლავას „სლოვანსა" და „დუნაისკა სტრედას" შორის, რომელიც ხვალ, თბილისის დროით 22:30 საათზე არის ჩანიშნული შეუძლია ორი ტურით ადრე 2025-2026 წლების სეზონის ჩემპიონის ვინაობა („სლოვანი", რომელსაც 62 ქულა აქვს, 7 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ „დუნაისკა სტრედას") გაარკვიოს. მატჩის ფრედ დასრულების შემთხვეაში „სლოვანი" და გურამ კაშია, ორი ტურით ადრე, სლოვაკეთის ჩემპიონობას იზეიმებენ.