საქართველოს 15-წლამდე ნაკრები სომხეთში განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველოს 15-წლამდე ნაკრები სომხეთში განვითარების თასზე იასპარეზებს
30.04.2026
ავტორი: TSFF.Ge

გუნდში, რომელიც მიმდინარე წლის 8-12 მაისს, სომხეთში, საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს,  შესაძლოა  რომელიმე სწორედ, იმ ფეხბურთელთაგან იყოს, რომლებიც 2029 წლის 20-წლამდეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს და რომელსაც საქართველო და სომხეთი ერთობლივად უმასპინძლებს. თუმცა, იმ გუნდში მოსახვედრად საკმაოდ დატვირთული გზის გავლა მოუწევს. მათ შორის, ისეთ ტურნირებზე, როგორიც უახლოეს დღეებში ქართველ 15-წლამდებს ელოდებათ.


8-12 მაისს, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრში მასპინძელი სომხეთის, მოლდოვას, უზბეკეთისა და ჩვენი, საქართველოს 15-წლამდე ნაკრებები ერევანში უეფა-ს განვითარების თასისთვის იბრძოლებენ. სანდრო კობახიძის გუნდი, სამ შეხვედრას გამართავს.


8 მაისი, 13:00  მოლდოვა - საქართველო

10 მაისი, 13:00 უზბეკეთი - საქართველო

12 მაისი, 11:00 სომხეთი - საქართველო


აღნიშნული ტურნირისთვის მზადებას საქართველოს 15-წლამდეთა გუნდი მაისის პირველი რიცხვებიდან შეუდგება. სფფ-ს სანაკრებო გვერდის ინფორმაციით შეკრებაზე 23 ფეხბურთელია გამოძახებული, მათ შორის - მეკარეები: ნიკოლოზ კაჭახიძე („დინამო თბილისი"), ალექსანდრე ასამბაძე (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), დანიელ ქარაია („ლოკომოტივი", თბილისი);  მცველები: დემეტრე  ფანცულაია („დინამო თბილისი"), ლუკა  ვაშაკიძე („დინამო თბილისი"), ალექსანდრე ბადურაშვილი („იბერია 1999"), ალექსანდრე ჩიქოვანი („დინამო თბილისი"), მათე ეთერია („დინამო თბილისი"), ლაშა ქობალავა (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), ბადრი შალიკიანი („იბერია 1999"), ირაკლი კორკელია („ლოკომოტივი", თბილისი); ნახევარმცველები: ნიკოლოზ ყულიაშვილი („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ დაღუნდარიძე („დინამო  თბილისი"), გიორგი ჩიქობავა („დაუნთაუნ იუნაიტედი", აშშ), დავით ფეტვიაშვილი („ატლეტიკი", თბილისი), გაბრიელ იმესაშვილი („დინამო თბილისი"), ცოტნე ცხელიშვილი („გლდანი"); თავდამსხმელები: გიორგი სადილიანი („ტორპედო" ქუთაისი), გაბრიელ მუჯრიშვილი („იბერია 1999"), დემეტრე ჯანაშია („დინამო თბილისი"), შალვა კაკულია („გლდანი"), სერაფიმე კაზაროვი („დინამო თბილისი"), გიორგი ღუნაშვილი („დინამო თბილისი").