
დაახლოებით ერთი ტაიმის წინ (თავის კომპენსირებული წუთებით), პარიზში, პარკ დე პრენსზე, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური სერიის პირველი რაუნდი დასრულდა პსჟ-სა და „ბაიერნს" შორის. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ამ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და ტრადიციულად, თავისი გუნდის პირველი ვიოლინო იყო, თუმცა, MVP-ს წოდება, ამ დღეს მის თანაგუნდელს მიანიჭეს. სხვათა შორის, ეს რომ ასე მოხდებოდა, მატჩის წინა პრეს-კონფერენციამ „კვარა", შეამზადა, გამომდინარე კითხვების შინაარსიდან რაც მას დაუსვეს. თუმცა, იმ პრეს-კონფერენციაზე კვარაცხელიამ თქვა ყველაზე მნიშვნელოვანი - ის ფეხბურთი, რომელიც მე მიყვარს ესაა, გახვიდე მოედანზე და ისიამოვნოო, რაც ქართველმა დღეს, კიდევ ერთხელ გვაჩვენა, პრიზები კი... რა თქმა უნდა პრიზი და აღიარება მნიშვნელოვანია, თუმცა, მათი რაოდენობის სტატისტიკაზე მეტი, ფეხბურთის ჭეშმარიტ გულშემატკივარს, უფრო ის სანახაობა ამახსოვრდება რასაც ჩვენი ეროვნული ნაკრები ქმნის - ეს კი, „კვარას შოუდ" არის უკვე ცნობილი და არა მხოლოდ საქართველოში.
ასეა, თუ ისე, იდეალური თამაშის შემდეგ, რომელშიც რეკორდმაისტერი დაწინაურდა, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული კი, ამ ვითარების შემდეგ, სამბურთიანი სხვაობით 5-2 დაწინაურდა, საბოლოოდ, 5-9 გავიდა. გათამაშების ამ ეტაპზე, რომელიც ძირითადად უფრო ჩაკეტილ ფეხბურთს გვთავაზობს ხოლმე, დღეს იყო თამაში, უფრო სწორად იყო თამაშების თამაში. სწორედ, ამ დეტალებზე გაამახვილეს პსჟ-სა და „ბაიერნის" თავკაცებმა ყურადღება მატჩის შემდეგ, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფლეშ-ზონაში.
„შესანიშნავი თამაში იყო, სადაც ორივე მხარემ მოახერხა თავის გამოჩენა ასეთ მაღალ დონეზე. ახლა ძლიან დაღლილი ვარ, თან კილომეტრიც არ გამირბენია. ამ შეხვედრაში იყო ყველაფერი. იყო ბევრი მოქცევა და მიქცევა. ეს არის მომენტი, როდესაც მოთამაშეებს, ორივე მხრიდან და ყველას ვინც დღეს აქ იყო, მიულოცო.
ჩვენ გავაანალიზებთ თამაშს. რა თქმა უნდა, არის მომენტები, რომელიც გამოსასწორებელი გვაქვს. როდესაც ეჩეხები გუნდს, რომელსაც გააჩნია ინდივიდუალური და კოლექტიური თამაშის ტალანტი, ძალიან რთულია. ჩვენ მივიღეთ ოთხი გოლი - აქ არის გამოსასწორებელი. ჩვენ აღვიდგენთ ძალებს და ვიფიქრებთ ლიგაზე და ვფოკუსირდებით მომავალ კვირაზე. ვფიქრობ, ანალოგიური თამაში გველის.
ამ შეხვედრის რითმი, ადრე ჩატარებულებთან შედარებით ძალიან განსხვავებული იყო. ფეხბურთელებმა, რომლებმაც მასში მონაწილეობა მიიღეს, ძალიან ბევრი იშრომეს. ჩვენ გვაქვს ვალდებულება განვსაზღვროთ მოთამაშეებისთვის მისაცემი დრო. ჩვენთვის მნიშნელოვანია, სკამიდან შესული მოთამაშეების ტალანტი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. „ბაიერნის" ხარისხი იმდენად ნათელია. ჩვენ ვიმსახურებდით მოგებას, ჩვენ ბედნიერები ვართ, მაგრამ რა თქმა უნდა, როდესაც 5-2 გაქვს ანგარიში, გგონია, რომ აქედან სხვანაირი შედეგი შეუძლებელია დადგეს.
მე ჩემს სამწვრთნელო სტაფს შევეკითხე რამდენი გოლის გატანას მოვახერხებდით და შევთანხმდით სამზე. დანარჩენი რაც მოხდა, სტადიონის დამსახურებაა, რომ ამდენი ბედნიერი მომენტი გვაჩუქა. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის პირველი რაუნდის მოგებამ მოვახერხეთ აქ, იქ კი, იქნება „ბაიერნი" თავისი ქომაგებით. ჩვენ იგივე მენტალიტეტს ვაჩვენებთ, ჩვენ შევეცდებით იმ თამაშის მოგებას", - ამბობს ლუის ენრიკე, პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი.
სხვათა შორის, ლუის ენრიკესთვის დღევანდელი გამარჯვება საიუბილეო, 50-ე გამოდგა, ჩემპიონთა ლიგაზე მთავარი მწვრთნელის რანგში, თუმცა, აქ ალბათ, უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ესპანელმა ამის გაკეთება, სამწვრთნელო კარიერაში, აღნიშნულ ტურნირზე ყველაზე მოკლე ვადებში მოახერხა.
ფაქტია, რომ შედეგის მიუხედავად, იმ სანახაობით, რაც დღეს პარკ დე პრენსზე შეკრებილებთან ერთად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანმა იხილე იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ორივე გუნდის მწვრთნელი სიამოვნებით გამოწვეულ ემოციას ვერ მალავდა.
„ეს არ მოხდა მარტივად, მეტს ვერაფერს მოვთხოვდი. ჩვენ ვეთამაშეთ, ევროპის საუკეთესო კლუბს, რადგან ისინი ტიტული მფლობელები არიან ამჟამად. შედეგი, ჯერ კიდევ დაბალანსებულია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება იმპულსი სტადიონიდან. ის არის ლეგენდარული ადგილი, სადაც ამ კლუბს ძალიან ბევრი დიდი გამარჯვება მოუპოვებია. ამაზე უკეთესს ვერაფერს ვისურვებდით. ჩვენ შევეცდებით გამოვიყენოთ, ყველაფერი რაც გაგვაჩნია და ვიმუშავებთ, რომ უკეთესად გამოვიდეთ.
დღეს ვნახეთ, რომ თამაში მცირე დეტალებზე გადიოდა. სწორედ ეს დეტალები იქნება მომავალ საპასუხო შეხვედრაში გადამწყვეტი. სახლში, მზად უნდა ვიყოთ ყველაფერი გავაკეთოთ მოსაგებად, აქ ფანებსაც ვგულისხმობ. ძალიან მნიშნელოვანია, რომ 75000 ფანმა ტრიბუნიდან ყველაფერი გააკეთოს. ჩვენ უნდა მოვიგოთ და ამისთვის გვჭირდება ფანებმა ამაში ხელი შეგვიწყონ", - ამბობს ვენსან კომპანი, „ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი.
თუმცა, ეს უკვე ჩავლილი თამაშია, ყველაფერი კი ერთ კვირაში, მიუნხენში გაირკვევა.





ჩვენ








