ვოლკოვმა გაიტანა, „მექვაბამ“ საგოლე გადაცემა გააკეთა
ვოლკოვმა გაიტანა, „მექვაბამ“ საგოლე გადაცემა გააკეთა
27.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ქართული ლეგიონიდან ორმა ითამაშა.  აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის 29-ე ტურში დავით ვოლკოვმა 63-ე წუთზე გაიტანა და „ზირას" ქულა გადაურჩინა. ქართველების გუნდი, გასვლით შეხვედრაში „ტურანის" წინააღდეგ, პირველი ტაიმის შემდეგ 1-0-ს აგებდა. სტუმრებმა მე-12 წუთზე კი გახსნეს ანგარიში, თუმცა, VAR-მა ის გააუქმა. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. ამ ტურის შემდეგ, „ზირას" 46 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. რაც შეეხება ვოლკოვს, რომელიც გუნდში ტრავმის შემდეგ 23 იანვარს გამოჩნდა მეხუთე, მიმდინარე სეზონში კი, მეექვსე გოლი გაიტანა. რაც შეეხება „ზირას" მეორე ქართველს, გიორგი პაპუნაშვილი გუნდის განაცხადში იყო, თუმცა, არ უთამაშია.


რუმინეთის სუპერლიგის ჩემპიონშიპის მე-6 ტურში ანრი მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატია" გასვლაზე „არგესის" დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 0-1 დაამარცხა. ამ შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-10 წუთზე გავიდა. „მექვაბას" ჩაწოდებული კუთხური კარში ტელეშიმ გადააგზავნა. ამ მომენტისთვის, „უნივერსიტატიას" 42 ქულა აქვს და ჩეპიონატს, რომელიც 4 ტურში დასრულდება ლიდერობს. ქართველის გუნდს, სამი ქულით „უნივერსიტატია კლუჟი" ჩამორჩება, რომელთანაც სავარაუდოდ, საჩემპიონო თამაში 16 მაისს უწევს.  თუმცა, მანამდე 13 მაისს, რუმინეთის თასის ფინალში ანრი მექვაბიშვილის კრაიოვას გუნდი, სწორედ კლუჟელებს დაუპირისპირდება.


და ბოლოს, ცოტა დაგვიანებით, მაგრამ ისრაელის ლიგა ჰაალის მატჩებსაც შევეხოთ. ჩემპიონშიფის ჯგუფის 28-ე ტურში „ბეერ შევამ" ლუკა გადრანის იერუსალიმის „ბეითარი" მიიღო. თავიდანვე ვთქვათ, რომ ქართველმა მცველმა საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო და შეუცვლელად ითამაშა. თუმცა, მისი გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ ორბურთიანი სხვაობით აგებდა. გადრანის გუნდელებმა ქულა მსაჯის მიერ კომპენსირებული დროისთვის დამატებულ მე-6 წუთზე გაიტანეს. თამაში ფრედ, 2-2 დასრულდა. ამ ტურის შემდეგ, „ბეითარი" 61 ქულით მეორე ადგილზეა და კვლავ, ორი ქულით ჩამორჩება სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფ „ბეერ შევას".


ამავე ლიგაში, მხოლოდ გასავარდნ ჯგუფში, 28-ე ტურში, ასევე გასვლაზე მშრალი ფრე, 0-0 ითამაშა სანდრო ალთუნაშვილის ჰაიფას „ჰაპოელმა" იერუსალიმის „ჰაპოელთან".  ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. ამ ტურის შემდეგ კი, ჰაიფელებს 26 ქულა აქვთ, თუმცა, გასავარდნ ზონასთან მხოლოდ 4 ქულა აშორებთ.


ამ დროისთვის ეს იყოს, დანარჩენს კვირის ბოლოს დავუბრუნდებით.