
ბათუმში დღეს, ევროპის 2026 წლის ჩეპიონატი დასრულდა. სულ ბოლოს მედლები +110 კგ წონით კატეგორიაში გათამაშდა, სადაც საქართველოს ბაქარ თურმანიძე წარმოადგენდა.
თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ მაშინ როცა ლაშა ტალახაძე კომენტატორის ამპლუაში მოგვევლინა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე ატაცში რეპორტაჟს გაუძღვა, ჩვენი მეზობელი სომხეთის წარმომადგენელი გიუმრიში დაბადებული ვარაზდატ ლალაიანი ფიცარნაგზე გაბატონა. ყოველ შემთხვევაში სომეხმა, ატაცში ორი წონა 200 და 210 კგ დააფიქსირა და გამომდინარე იქიდან, რომ მას ვეღარავინ გაუსწრებდა, მესამე ცდა გამოტოვა. თუმცა, მცირე ოქრო აიღო. აკვრაში კი, ლალაიანმა 241 კგ-ით დაიწყო, წონა დაძლია და შეეძლო, მეტი არც გაეგრძელებინა, თუმცა, ევროპული რეკორდის ცდუნება იმდენად დიდი იყო, რომ ათლეტმა 253 კგ შეუკვეთა, თუმცა, ორი მცდელობის მიუხედავად წონას ვერ გაართვა თავი. თანაც, აკვრა, სომეხს უკვე მოგებული ჰქონდა. ორჭიდშიც, ლალაიანმა გაიმარჯვა 451 კგ-ით და დარბაზში, მასპინძლის ამპლუაში მყოფ ლაშა ტალახაძეს, სომხეთის ჰიმნით დაახურინა ევროპის ჩემპიონატი.
მეოთხე ადგილით დაასრულა ევროპის ჩემპიონატი ბაქარ თურმანიძემ. ქართველმა ორჭიდში 406 ქულა დააგროვა. ჩვენი გუნდის წარმომადგენელმა მხოლოდ ერთი, ბოლო ცდა გააფუჭა, რომლის დროსაც შეკვეთილი 225 კგ ვერ დაძლია აკვრაში. თუმცა, მანამდე, 208 და 219 კგ დააფიქსირა და აკვრაში მე-5 შედეგს დასჯერდა. მანამდე, პირველი დისციპლინის, ატაცის შემდეგ, თურმანიძეს 175/181/187 კგ ჰქონდა დაძლეული და მე-4 ადგილზე იყო.
საერთო ჯამში ქართულმა გუნდმა ბათუმში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე 8 მედალი მოიგო - ორი ოქრო, ორი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო.
ფოტო: საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია





ჩვენ








