
ფუტსალში საქართველოს თასის ფინალში კუსო და „დინამო თბილისი" ითამაშებენ. 2026 წლის სეზონის ფინალი მაისის დასაწყისში გაიმართება, თუმცა, ამ ეტაპზე ზუსტი თარიღი არაა ცნობილი.
დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მეორე ფინალური საგზურისთვის ტრადიციული მეტოქეები პსპ და კსუ დაუპირისპირდნენ. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდის კარს ეროვნული ნაკრების კარის მცველები, პსპ-ს ლუკა ხარშილაძე, კსუ-ს კი ალი ასლანი იცავდნენ. ანგარიში 09'55'' ნიკა ხარატიშვილმა გახსნა. მეორე ტაიმის შუაწელში, 31'59'' ჯანიკო გიორგაიამ გაიტანა. ეს კი, ამ შეხვედრაში ბოლო გოლი გამოდგა. კსუ-მ 0-2 მოიგო.
მეორე ნახევარფინალში კი, ერთი დღით ადრე, ბსსა და „დინამო თბილისი" გავიდნენ. ანგარიში პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, კახა მაღლაკელიძემ გახსნა. მეორე ტაიმის სტარტზე კი, დინამოელებმა გეგა კოშაძის დუბლით უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდეს. ამის შემდეგ ბსსა-მ, ზვიად შამილაძეს გოლის წყალობით, ანგარიში ოდნავ შეამცირა, თუმცა, ბოლო ოთხ წუთში დინამოელებმა ოთხი გოლი გაიტანეს - ორ-ორი საბა ეგრისელაშვილმა და დავით ხუბუტიამ. საბოლოოდ კი, „დინამო თბილისმა" 1-7 გაიმარჯვა და ზედიზედ მეორედ საქართველოს თასის ფინალში გავიდა.





ჩვენ








