ორი ბრინჯაო არის, ხვალ კიდევ 2+1 მოლოდინში ვართ
ორი ბრინჯაო არის, ხვალ კიდევ 2+1 მოლოდინში ვართ
25.04.2026
ავტორი: TSFF.Ge

დღეს ტირანაში ევროპის ჩემიონატის პირველი მედლები გათამაშდა თავისუფალ სტილით ჭიდაობაში. ამიტომ, სწორედ ამ ორთაბრძოლებით დავიწყოთ. გუშინდელი საასპარეზო დღის შემდეგ, ქართული გუნდიდან ორმა, გივი მაჭარაშვილმა (97კგ) და რობერტ დინგაშვილმა (57 კგ) გუშინ, 1/2 ფინალები წააგეს და შესაბამისად, პირდაპირ ბრინჯაოს მედლებისთვის საბრძოლველად გადაერთვნენ. მათ ფინალურ ბლოკში ველოდით. მანამდე კი, დილით რეპეშაჟიდან სამ ქართველს ნიკა ზაქაშვილს (65კგ), აკაკი ქემერტელიძესა (70კგ) და ტარიელ გაფრინდაშვილს (79კგ) უნდა გაეკვლიათ გზა ბრინჯაოს ფინალებისკენ. საბოლოოდ, სამიდან მხოლოდ ერთმა მოახერხა რეპეშაჟის მოგება და თანაგუნდელებს საღამოს „ბლოკში" შეუერთდა.


70 კგ წონით კატეგორიაში აკაკი ქემერტელიძემ მოახერხა უკრაინელი ოლეკსიი ბორუტა 4-0 დაამარცხება და ბრინჯაოს მედლის მოგება.


ევროპული ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა გივი მაჭარაშვილი, რომელმაც უნგრელი რიჩარდ ვეგი კიდევ ერთხელ დაამარცხა, ამჯერად, 5-3 და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.


ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსთვის იბრძოლებს რობერტ დინგაშვილი ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელ არიან ტიუტრინს დაუპირისპირდა, 8-3 დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.


რაც შეეხებათ ტარიელ გაფრინდაშვილსა და ნიკა ზაქაშვილს, პირველი რეპეშაჟში, ჩრდ. მაკედონიელ რასულ შაპიევთან 10-1 დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ნიკამ კი შეხვედრა ფრედ 6-6 დაასრულა თურქ აჰმედ დუმანთან, თუმცა, ბოლო ქულის წყალობით გამარჯვება თურქს დარჩა.


დღესვე, ასპარეზობა ჩვენი გუნდის კიდევ ხუთმა წარმომადგენელმა დაწიყო: გიორგი ღონიაშვილი (61კგ) და სოლომონ მანაშვილი (125კგ) ასპარეზობას საწყისი, საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშნენ.


ხვალ, ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს გიორგი ელბაქიძე (74კგ), რომელმაც ასპარეზობა 1/4 ფინალიდან დაიწყო და პირველ შეხვედრაში უკრაინელი იჰორ ნიფიკორუკი 8-4 დაამარცხა. თუმცა, მოგვიანებით, 1/2 ფინალში თავად დამარცხდა აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვთან და ხვალ, როგორც გითხარით, ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.


ასევე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს ხვალ ვლადიმერ გამყრელიძე (86კგ), რომელიც თურქ ოსმან გიოჩენს შეხვდება. დღე კი, ქართველმა 1/8 ფინალიდან დაიწყო და თავიდან, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე რაჰიმ მაგამადოვი 9-1 დაამარცხა. ამის შემდეგ, 1/4 ფინალში გერმანიის წარმომადგენელი ჯოშუა მოროდიონი დაამარცხა 7-3 და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელთან, იბრაჰიმ კადიევთან დამარცხდა 9-4 და როგორც უკვე გითხარით ბრინჯაოზე გადაერთო.


რეპეშაჟიდან დაიწყებს ხვალ დილით, გზას ბრინაჯაოს მედლისკენ მირიან მაისურაძე (92კგ),  სადაც ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელ იარასლაუ იადკოსუკს შეხვდება. ქართველმა ასპარეზობა 1/4 ფინალიდან დაიწყო და აზერბაიჯანელ ალი მაგომედოვიჩ ჩოკაევთან 5-0 დამარცხდა.


და ბოლოს, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე მამლუქი, გიორგი მეშვილდიშვილი (125კგ) კი, ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა და ხვალ ტიტულის დასაცავად უნგრეთის ნაკრების წევრს ბაიცაევს შეხვდება.