ბოლოს წინა დღე ბათუმის ფიცარნაგზე ქართველების გარეშე და ბოლო იმედი
ბოლოს წინა დღე ბათუმის ფიცარნაგზე ქართველების გარეშე და ბოლო იმედი
25.04.2026
ავტორი: TSFF.Ge

ხვალ ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში მედლების ბოლო კომპლექტები გათამაშდება. ქართული გუნდიდან ფიცარნაგზე სამი ქართველი ძალოსანი გამოვა. 13:00 საათიდან დაიწყება ასპარეზობა  +86 კგ წონით კატეგორიაში ქალებს შორის სადაც მედლებისთვის ანასტასია გოტფრიდი და მარიამ მურღვლიანი იბრძოლებენ.


სულ ბოლოს კი, მედლები +110 კგ წონით კატეგორიაში გათამაშდება, სადაც თბილისის დროით 16:00 საათიდან ბაქარ თურმანიძე შეეჭიდება სიმძიმეებს.


მანამდე კი დღეს, ჩვენს გუნდს კიდევ ერთ წონით კატეგორიაში ჰქონდა მედლის აღების შანსი, თუმცა, 110 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ირაკლი ჩხეიძე ასპარეზობიდან „ჩაეხსნა".


მოგვიანებით, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა შემდეგი შინაარსის ცნობა გამოაქვეყნა: „ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის ბოლოს წინა დღეს ასპარეზობას შეუდგნენ 110 კილოგრამ წონითი კატეგორიის წარმომადგენლები. მათ შორის უნდა ყოფილიყო საქართველოს ნაკრების წევრი ირაკლი ჩხეიძე, რომელმაც ფიცარნაგზე გასვლაზე უარი განაცხადა. სპორტსმენმა მიზეზად წელის ტრავმა დაასახელა", - ნათქვამია ქართული ფედერაციის სოციალურ სივრცეში გამოქვეყნებულ ცნობაში.