
დღეს ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვნენ. ქართული გუნდიდან, რომელიც 10 ფალავნით არის წარმოდგენილი დღეს ასპარეზობა ხუთმა დაიწყო: რობერტ დინგაშვილმა (57კგ), ნიკა ზაქაშვილმა (65კგ) აკაკი ქემერტელიძემ (70კგ), ტარიელ გაფრინდაშვილმა (79კგ) და გივი მაჭარაშვილმა (97კგ).
ბრინჯაოსთვის იბრძოლებს გივი მაჭარაშვილი, რომელმაც დღე კარგად დაიწყო, თუმცა, 1/2 ფინალში სლოვაკ ბატირბეკ ცალულოვთან 12-1 დამარცხდა და ფინალის მიღმა დარჩა.
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსთვის იბრძოლებს რობერტ დინგაშვილიც, რომელიც ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელ არიან ტიუტრინს დაუპირისპირდება.
ხვალ დილით, რეპეშაჟიდან, ჩრდ. მაკედონიელ რასულ შაპიევთან დაპირისპირებიდან შეეცდება ბრინჯაოს ფინალში გასვლას ტარიელ გაფრინდაშვილი. რეპეშაჟიდან დაიწყებს დღეს აკაკი ქემერტელიძე, რომელიც ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე გიორგი კოლიევს შეხვდება. ნიკა ზაქაშვილი კი, თურქ აჰმედ დუმანს შეხვდება.
რეპეშაჟები ხვალ დილით გაიმართება. ჩვენ კი, იმედს ვიტოვებთ, რომ თბილისის დროით 20:00 საათიდან, მედლების მაძიებელთა რიცხვი ხუთამდე გაიზრდება.
თუმცა, მანამდე ხვალ, ხალიჩაზე ჩვენი გუნდის კიდევ ხუთი წარმომადგენელი დაიწყებს ასპარეზობას:
61კგ - გიორგი ღონიაშვილი
74კგ - გიორგი ელბაქიძე
86კგ - ვლადიმერ გამყრელიძე
92კგ - მირიანი მაისურაძე
125კგ - სოლომონ მანაშვილი





ჩვენ








