
ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მეხუთე საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებმა მედლებს სამი წარმომადგენლით შეუტია. თავიდან ფიცარნაგზე ბიჭები გამოვიდნენ. 88 კგ წონით კატეგორიაში მანუჩარ გოგოხიამ ატაცში 166 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს ქართველი ათლეტისთვის კარიერის საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა. მოგვიანებით, აკვრაში, მანუჩარისთვის შედეგიანი, მხოლოდ პირველი ცდა გამოდგა, სადაც მან 192 კილოგრამი დაძლია და შესაბამისი დისციპლინაში მე-9 ადგილი დაიკავა. ორჭიდში კი, 358 კგ-ით მე-4 საფეხურით დაასრულა ასპარეზობა.
ამავე წონით კატეგორიაში იასპარეზა დღეს ზურაბ მსხალაძემ. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 163 კგ დაძლია და მეხუთე ადგილით დაასრულა ასპარეზობა. რაც შეეხება აკვრას - აქ მსხალაძემ 200 კილოგრამი დაძლია, რაც სხვათათვის მიუწვდომელი აღმოჩნდა. შესაბამისად აქ, ქართველმა ოქრო მოიგო. ორჭიდის ჯამში კი, 363 კგ-ით, ზურაბმა ვერცხლის მედლით დაასრულა ასპარეზობა.
დღესვე, 77კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა საქართველოს ქალთა ნაკრების წევრმა ნანა ხორავამ. ჩვენმა გოგომ, ატაცში პირველი მისვლა გააფუჭა თუმცა, მომდვენო ორში 103/109 კილოგრამი დაძლია და მეოთხე ადგილით დაასრულა დისციპლინა. ანალოგიურად, ქართველმა, აქაც პირველი ცდა გააცუდა, ამის შემდეგ კი, ხორავამ ატაცში ჯერ 125, შემდეგ კი, 127 კგ დაძლია და აქ მე-7 ადგილით დაასრულა დისციპლინა. ორჭიდში კი, ნანამ 236 კგ-ით მე-5 ადგილით დაასრულა გამოსვლა, რაც ახალგაზრდა ქართველი ძალოსანისთვის, სენიორების ტურნირზე ნაჩვენებ, საკმაოდ კარგ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს.
ხვალ, 24 აპრილს ფიცარნაგზე ორი ქართველი გამოვა
16:00 - 94 კგ - ირაკლი გობეჯიშვილი;
19:00 - 86 კგ - ნათია გადელია;
25 აპრილი
19:00 - 110 კგ - ირაკლი ჩხეიძე;
26 აპრილი
13:00 +86 კგ - ანასტასია გოტფრიდი, მარიამ მურღვლიანი;
16:00 +110 კგ ბაქარ თურმანიძე.
ფოტოები: ძალოსნობის ფედერაცია





ჩვენ








