ბრინჯაო აკვრაში, ჯამში მეოთხე - ცოტა მაგრამ მედლები არის
ბრინჯაო აკვრაში, ჯამში მეოთხე - ცოტა მაგრამ მედლები არის
22.04.2026
ავტორი: TSFF.Ge

ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში დღეს მედლების მორიგი კომპლექტი გათამაშდა. ქართული გუნდიდან ფიცარნაგზე 22 აპრილი საქართველოს ორმა წარმომადგენელმა იასპარეზა.


79 კგ  წონით კატეგორიაში არჩილ მალაყმაძე აკვრაში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორია. აკვრაში ქართველმა ძალოსანმა 183 კგ დაძლია. რაც შეეხება ატაცში, არჩილმა ატაცში 153 კგ დააფიქსირა, რაც მეხუთე შედეგი იყო. ორჭიდის ჯამში კი, ჩვენი გუნდის წარმომადგენელმა 336 კილოგრამ დააგროვა და საბოლოოდ,  მეოთხე ადგილს დასჯერდა.


დილიდან 69 კგ წონით კატეგორიაში C ჯგუფი მირანდა ჩუტკერაშვილმა იასპარეზა. საქართველოს ქალთა ნაკრების წარმომადგენელმა ატაცში 81 კილოგრამი დაძლია და მეცხრე ადგილზე გავიდა, ხოლო აკვრაში 103 კილოგრამი დაიმორჩილა და მე-8 საფეხური ერგო. საბოლოოდ, მირანდამ ორჭიდის ჯამში 184 კილოგრამით მე-8 ადგილზე დაასრულა  შეჯიბრება.


ხვალ, 23 აპრილს ქართული გუნდიდან ფიცარნაგზე მედლებს ორ წონით კატეგორიაში სამი ქართველი შეუტევს.


16:00 - 88 კგ - მანუჩარ გოგოხია, ზურაბ მსხალაძე;

19:00 - 77 კგ - ნანა ხორავა;


24 არილი

16:00 - 94 კგ - ირაკლი გობეჯიშვილი;

19:00 - 86 კგ - ნათია გადელია;

25 აპრილი

19:00  - 110 კგ - ირაკლი ჩხეიძე;

26 აპრილი

13:00  +86 კგ - ანასტასია გოტფრიდი, მარიამ მურღვლიანი;

16:00  +110 კგ ბაქარ თურმანიძე.