„კლასიკებმა“ ტირანაში ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ხუთი მედლით დაასრულეს
„კლასიკებმა“ ტირანაში ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ხუთი მედლით დაასრულეს
22.04.2026
ავტორი: TSFF.Ge

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა სამი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. დღეს ქართული გუნდიდან ფინალურ ბლოკში სამო ფალავანი იბრძოდა მედლებისთვის.


ბრინჯაოს მედლისთვის 67 კგ წონით კატეგორიაში დიეგო ჩხიკვაძე შვედი ნიკლას ოელენის დაუპირისპირდა და 3-1 დაამარცხა. კიდევ ერთი ბრინჯაო დღეს, 82 კგ წონით კატეგორიაში გელა ბოლქვაძემ მოიგო. ქართველო ბრინჯაოს ფინალში მოლდოველ  მიჰაილ ბრადუს შეხვდა, დაპირისპირება 1-1 დასრულდა. თუმცა, გამარჯვება ქართველს ერგო.


72 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მოგება შეეძლო იური ლომაძეს, რომელიც ფინალში საფრანგეთის წარმომადგენელს იბრაჰიმ მაჰმუდ ჰამედ ჰასან განემის  დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, 4-0 დამარცხდა.


ლომაძე, ვახტანგ ლოლუასა და რამაზ ზოიძის მსგავსად ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.


ხვალ ტირანას ხალიჩაზე ქალები იასპარეზებენ. 24-26 აპრილიდან კი, საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები შემდეგი შემადგენლობით ჩაერთვებიან:


57კგ - რობერტ დინგაშვილი

61კგ - გიორგი ღონიაშვილი

65კგ - ნიკა ზაქაშვილი

70კგ - აკაკი ქემერტელიძე

74კგ - გიორგი ელბაქიძე

79კგ - ტარიელ გაფრინდაშვილი

86კგ - ვლადიმერ გამყრელიძე

92კგ - მირიანი მაისურაძე

97კგ - გივი მაჭარაშვილი

125კგ - სოლომონ მანაშვილი