
19-დან 26 აპრილის ჩათვლით ბათუმში, ევროპის ჩემპიონატი ტარდება ძალოსნობაში, რომელშიც ქართული გუნდი 13 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი, რომელთა შორის 8 კაცი, 7 კი, ქალია. ქართველმა ძალოსნებმა 20 აპრილიდან დაიწყეს ასპარეზობა. პირველ დღეს ფიცარნაგზე გოდერძი ბერდელიძე და რამინ შამილიშვილი გამოვიდნენ. 60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველებმა ატაცში ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიგეს.
ბერდელიძემ 123 და 125 კგ დაძლია და ოქროს მედალი მოიგო. შამილიშვილმა კი, სამივე ცდა (115 კგ, 119 კგ, 122 კგ) წარმატებით დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ოდნავ მოგვიანებით, აკვრაში, ბერდელიძემ პირველი გამოსვლის დროს 146 კგ დაძლია, თუმცა, ტრავმა მიიღო და ასპარეზობას გამოეთიშა. რაც შეეხება შამილაშვილს, 146 კილოგრამი დაძლია, რაც ორჭიდის ჯამში 268 კილოგრამით მეოთხე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა. აღსანიშნავია, რომ რამინს სამეულში შესვლამდე, ორჭიდის ჯამში, მხოლოდ 1 კგ დააკლდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბათუმში მიმდინარე ტურნირზე ასეთია:
60 კგ - გოდერძი ბერდელიძე, რამინ შამილიშვილი;
79 კგ - არჩილ მალაყმაძე;
88 კგ - მანუჩარ გოგოხია, ზურაბ მსხალაძე;
94 კგ - ირაკლი გობეჯიშვილი;
110 კგ - ირაკლი ჩხეიძე;
+110 კგ - ბაქარ თურმანიძე;
69 კგ - მირანდა ჩუტკერაშვილი;
77 კგ - ნანა ხორავა;
86 კგ - ნათია გადელია;
+86 კგ - ანასტასია გოტფრიდი, მარიამ მურღვლიანი;
ხვალ, 21 აპრილს ქართული გუნდიდან ასპარეზობა არავის უწევს. ტურნირის დარჩენილ დღეებში კი, ქართველი სპორტსმენების ასპარეზობის გრაფიკი ასეთია:
22 აპრილი
09:00 - 69 კგ (C ჯგუფი) - მირანდა ჩუტკერაშვილი;
19:00 - 79 კგ - არჩილ მალაყმაძე;
23 აპრილი
16:00 - 88 კგ - მანუჩარ გოგოხია, ზურაბ მსხალაძე;
19:00 - 77 კგ - ნანა ხორავა;
24 არილი
16:00 - 94 კგ - ირაკლი გობეჯიშვილი;
19:00 - 86 კგ - ნათია გადელია;
25 აპრილი
19:00 - 110 კგ - ირაკლი ჩხეიძე;
26 აპრილი
13:00 +86 კგ - ანასტასია გოტფრიდი, მარიამ მურღვლიანი;
16:00 +110 კგ ბაქარ თურმანიძე.
ფოტო: საქართვლოს ძალოსნობის ფედერაცია





ჩვენ








