
თორნიკე შენგელიას „ბარსელონა" ევროლიგის მთავარი ტროფეისთვის ბრძოლას აგრძელებს. დღეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტნის გუნდმა ფლეი-ინის შეხვედრაში სერბული „ცრვენა ზვეზდა" 8 ქულით 80-72 დაამარცხა და გათამაშების ფლეი-ინ C-ში გავიდა სადაც მანუჩარ მარკოიშვილის მონაკოს 24 აპრილს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაუპირისპირდება.
თავის მხრივ, ფლეი ინ A-ში „მონაკო" გასვლით შეხვედრაში ათენში, „პანათინაიკოსთან" 87-79 (იხილეთ ბმული) დამარცხდა. ქართველი მწვრთნელი რვაკაციანმა გუნდმა პირველი ორი მეოთხედი (23-14, 26-20) და შესაბამისად, პირველი ტაიმი 49-34 წააგო. დარჩენილ დროში „მონაკომ" 15 ქულიანი სხვაობიდან, მხოლოდ 7 ქულის ამოღება მოახერხა (17-23, 21-22), თუმცა, თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხა. ახლა, „მანუს" გუნდს, კვლავ „ბარსელონასთან" მოუწევს თამაში, რომელთანაც 10 აპრილს გამართულ რეგულარული ჩემპიონატის მატჩში 7 ქულით, 93-86 (იხილეთ ბმული) გაიმარჯვა. საინტერესოა, ამჯერადაც მოახერხებს თუ არა, „მონაკო" გამარჯვებას.
აქვე გეტყვით, რომ „მონაკოსა" და „ბარსელონას" შორის გამარჯვებული რეგულარული ჩემპიონატის პირველადგილოსან „ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდება.
დღევანდელ შეხვედრაში კი, შენგელიას „ბარსელონამ", როგორც უკვე გითხარით 8 ქულით დაამარცხა სერბული „ცრვენა ზვეზდა" 80-72 (29-21, 18-12, 16-18, 17-21). ქართველმა მოედანზე 22:52 წუთი გაატარა, დააგროვა 8 ქულა (ორი ორქულიანი, ერთი სამიანი და ერთი საჯარიმო), 6 მოხსნა, 2 გადაცემა.





ჩვენ








