
ჯუდოში, თბილისში დასრულებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ევროპის ჯუდოს კავშირმა ქართულ ქალთა ჯუდოსთან დაკავშირებულ სტატია გამოაქვეყნა.
საქართველოს აქვს ჯუდოს მდიდარი ისტორია ბევრი ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონით, თუმცა, ახლა ის უფრო გამდიდრდება. ქალები მოდიან. მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი არის პირველგამვლელი და იქვე არის რამდენიმე იმედის მომცემი ქალი ჯუდოკა. მაშინ, როცა კაცები ამ სპორტში ლიდერები გახდნენ, ქალთა ჯუდოს დიდი ხნის მანძილზე საქართველოში სერიოზულად არ განიხილავდნენ. სანამ ეს არ შეიცვალა. 2010 წელს გიორგი თენაძე ქალთა ჯუდოში მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და მისიაც დაიწყო - ასე იწყება სტატია, სადაც თენაძე საქართველოში ქალთა ჯუდოს განვითარებაზე ვრცლად ლაპარაკობს.

„რა თქმა უნდა ეს ერთ დღეში არ მომხდარა. ჩვენთან არ იყო ქალთა ჯუდო, თუმცა, ჩვენმა ფედერაციამ პრიორიტეტად დაისახა ქალთა ჯუდოს განვითარება," - ამბობს თენაძე. პირველი შედეგები რამდენიმე წლის შემდეგ მოვიდა ახალგაზრდულ და კადეტთა კატეგორიაში. თენაძე EJU-ს ჟურნალისტს უყვება თუ რამდენად რთული იყო დასაწყისში, როდესაც გოგონები, ჯუდოს სექციაში სპორტის სხვა სახეობებიდან მოჰყავდათ, მაგალითად მძლეოსნობიდან. ამ შრომამ კი, პირველი შედეგები საქართველოში, 2015 წელს გამართული ოლიმპიური ახალგაზრდული ფესტივალისას გამოიღო, როდესაც ორი ქალი ჯუდოკა მზია ბებოშვილი და ეთერ ლიპარტელიანი ჩემპიონები გახდნენ. თენაძე აღნიშნავს, რომ ეს სხვა ბავშვებისთვის შესანიშნავი მოტივაციის საბაბი იყოო.
ოდნავ მოგვიანებით, როდესაც ქალთა და კაცთა გუნდური პირველობა შერეულმა გუნდურმა შეჯიბრმა ჩაანაცვლა, ქალთა ჯუდოს განვითარებისთვის მთავარი კატალიზატორი გახდა. „ამ შემთხვევაში, არა მხოლოდ ფედერაციამ, არამედ სახელმწიფომაც მოგვცა დავალება ქალთა ჯუდოსთვის მიგვეხედა და ამისთვის ყველანაირი პირობა შეგვიქმნა. ისტორიულად, ჩვენ გვყავდა რამდენიმე მართლა მაგარი ბიჭი ჯუდოკა და გულდასაწყვეტი იყო, რომ მათ მონაწილეობა არ მიეღოთ გუნდურ შეჯიბრში, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ არ გვყავდა გოგონები. გვყავდა მსოფლიო ჩემპიონები და მათ არ ჰქონდათ შანსი გუნდურში ეასპარეზათ", - ამბობს თენაძე.

შედეგებმა გაამართა ყველა მიმართულებით. საქართველომ მოიგო შერეული გუნდური ევროპის ჩემპიონატი და პირველად მოახერხა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს მოგებაც 2025 წელს (სარედაქციო - ამ ისტორიული შეჯიბრზე ჩვენი ვებ-პორტალიც იმყოფებოდა, იხილეთ ბმული). იმავე წელს ეთერ ლიპარტელიანი გახდა პირველი ქალი ჯუდოკა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო. ბოლოს, გუნდმა ჩაიბარა 2025 წლის ევროპის საუკეთესო გუნდის ჯილდო EJU-საგან.
„ბოლო ორ-სამ წელში ბევრმა გოგონამ დაიწყო ჯუდოში ვარჯიში და ეს ეთერ ლიპარტელიანის წარმატების შემდეგ მოხდა. ახლა, საქართველოში დაახლოებით 500 გოგონა ვარჯიშობს. ვფიქრობ, ცოტა კიდევ გვინდა დრო და ჩვენ გვექნება კარგი შედეგები არა მხოლოდ ეთერ ლიპარტელიანის, არამედ სხვებისგანაც. ჩვენ მხოლოდ 30 სპორტსმენი გვყავდა, რომელთა შორისაც გვიწევდა არჩევანის გაკეთება გუნდისთვის, რომელმაც სამჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონობა და ერთხელ მსოფლიო. ახლა გვაქვს შანსი 500 გოგონასთან ერთად, სადაც არის ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვი და ვფიქრობ, ისინი შეძლებენ წარმატებას. მათთვის ეს იქნება უფრო მარტივი და გვჯერა, რა თქმა უნდა, კარგი შანსი განვითარებისთვის. ეს არის ჩვენი გეგმა", - ამბობს თენაძე.

სტატიაში გამოყენებულია 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბუდაპეშტში გადაღებული ჩვენი ფოტოები.





ჩვენ








