
ტირანაში 20 აპრილს, სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელშიც საქართველო 10 ფალავნით არის წარმოდგენილი 10 წონით კატეგორიაში. შეჯიბრის პირველ დღეს, ალბანეთის დედაქალაქში ასპარეზობა ხუთ წონით კატეგორიაში დაიწყო, შესაბამისად ხალიჩაზე ხუთი ქართველი ვიხილეთ: ვახტანგ ლოლუა (55 კგ), ფრიდონ აბულაძე (63 კგ), რამაზ ზოიძე (77 კგ), ლაშა გობაძე (87 კგ) და სულხან ბუიძე (130 კგ).
მათგან ფინალურ ბლოკში გასვლა, რომელიც დღეს გაიმართება ფინალში ჩვენი ქვეყნის ორ წარმომადგენელს ვახტანგ ლოლუასა და რამაზ ზოიძეს ვიხილავთ. ბრინჯაოს შეუტევს ფრიდონ აბულაძე.
გასულ დღეს რომ თვალი გადავავლოთ, 18 წლის ვახტანგ ლოლუამ ასპარეზობა მეოთხედფინალიდან დაიწყო და ბულგარელი მეტოქე, სტეფან გრიგოროვი 9-0 დაამარცხა. ამის შემდეგ, ქართველი 1/2 ფინალში სომხეთის წარმომადგენელს, მანველ ხაჩატრიანი დაამარცხა 3-1 და ფინალში გავიდა, სადაც ოქროს მედლისთვის ნეიტრალური დროშით გამომსვლელ ემინ სეფერშაევს დაუპირისპირდება.
რაც შეეხება რამაზ ზოიძეს, ქართველმა ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო და ესპანელი მარკუს სილვა 8-2 დაამარცხა. ამის შემდეგ, მან 1/8 ფინალში გადმოინაცვლა, სადაც ხორვატი ანტონიო კამენიაშევიჩს მოუგო 9-3, ამის შემდეგ სერბი ალექსა ილიჩიც დაამარცხა 5-2 და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც უნგრელ რობერტ ფრიტჩს 8-0 სძლია. ფინალურ შეხვედრაში ქართველი, მას შემდეგ, რაც ნახევარი ბალკანეთი დაამარცხა, მეზობელი სომხეთის წარმომადგენელ მალხაზ ამოიანს შეხვდება.
დღეს კი, საქართველოს გუნდის დარჩენილი წევრები (დიმიტრი ხაჩიძე (60კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67კგ), იური ლომაძე (72კგ), გელა ბოლქვაძე (82კგ),გიორგი მელია(97კგ)), კვლავ შეეცდებიან ფინალისკენ გაიკვლიონ გზა. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება. რაც შეეხება ფინალურ ბლოკს, სადაც შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორი წარმომადგენელი შეეცდება ოქროს მედლების მოგებას. თუმცა, გვაქვს კიდევ ბრინჯაოს მედლის შანსი - აქ ფრიდონ აბულაძე თურქ ქერემ ქამალს დაუპირისპირდება. სხვათა შორის გვქონდა. კიდევ ერთი ბრინჯაოს შანსი, იმ შემთხვევაში თუ, სულხან ბუიძე რეპეშაჟში უკრაინელ მიხაილო ვიშნივეცკის დაამარცხებდა, თუმცა, მომდევნო ეტაპზე უკრაინელი გავიდა, სადაც ბრინჯაოსთვის, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველს, ბექა კანდელაკს დაუპირისპირდება.
რედაქტირებულია 15:00 / 21.04.26





ჩვენ








