
საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული სახე ვატო დადვანი რეგიონალური ლიგის ჩემპიონია. პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, რომელიც ამ სახელწოდებით 2025 წლიდან ტარდება, ძირითადად ბალკანეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
2025-2026 წლების სეზონის გადამწყვეტ მატჩში ვატო დადვანის სერბული კლუბი „რადნიჩკი" მონტენეგროს „პრიმორაცის" დაუპირისპირდა და 11-17 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ქართველის გუნდი პირველი პერიოდის შემდეგ, 4-2 აგებდა, თუმცა, მოგებული მეორე და მესამე პერიოდების (3-7, 0-5) ხარჯზე, „რადნიჩკიმ" მოახერხა ბოლო პერიოდის წინ მიღწეული სხვაობის შენარჩუნება და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მონაკვეთი 4-3 დათმო, საბოლოოდ, გამარჯვებული სწორედ ის გამოვიდა. ფინალურ შეხვედრაში დადვანმა ორჯერ დაარტყა კარის მიმართულებით და ორივე გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრმა, პრესტიჟული საკლუბო ტურნირი სერბული „რადნიჩკისთან" ერთად, აღნიშნული ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.





ჩვენ








