თოკოს „ბარსა“ და მანუს „მონაკო“ ფლეი-ინში ითამაშებენ
თოკოს „ბარსა“ და მანუს „მონაკო“ ფლეი-ინში ითამაშებენ
18.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საკალათბურთო ევროლიგის ბოლო წრეში თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ" და მანუჩარ მარკოიშვილის „მონაკომ" რეგულარული ჩემპიონატის ბოლო შეხვედრები მოიგეს. თუმცა, თავდაპირველად, ჩვენი ნაკრების მოქმედ კალათბურთელსა და კაპიტანზე.


დღეს „ბარსელონამ" მიუნხენის „ბაიერნი" საშინაო შეხვედრაში 95-69 (იხილეთ მატჩის სრული სტატისტიკა) დაამარცხა და რეგულარული ჩემპიონატი მე-9 ადგილით დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ თორნიკე შენგელიას გუნდი, ფლეი-ინში ითამაშებს. ქართველმა კალათბურთელმა სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და პარკეტზე 24:23 წუთი გაატარა. ამ დროში კაპიტანმა ბევრის ქულის დაგროვება ვერ მოახერხა და საბოლოოდ, 7 ქულას (ერთი ორქულიანი, ორი ჯარიმა და ბოლო პერიოდში ჩაგდებული სამქულიანი), 3 მოხსნასა და 4 გადაცემას დასჯერდა.


რაც შეეხება ქართველი მწვრთნელის, მანუჩარ მარკოიშვილის „მონაკოს", მის გუნდსაც ფლეი-ინში მოუწევს თამაში. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში კი, „ჰაპოელ თელ ავივს" 105-85 (იხილეთ მატჩის სტატისტიკური ჩანაწერი) მოიგო. აღსანიშნავია, რომ „მანუს" ბოლო ტურებში განაცხადში მხოლოდ  კალათბურთელი ჰყავს და ეს ტრადიცია არც დღეს დარღვეულა.


ტურნირის ფორმატით, რეგულარული პირველობის ექვსი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი (ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატის საბოლოო ცხრილი), გათამაშების მომდევნო ეტაპზე ავტომატურად გავიდა და ახლა ისინი, კიდევ ორ მეოთხედფინალისტს დაელოდებიან. ფინალურ ჯგუფში მოსახვედრად, დარჩენილი ორი საგზურისთვის კი, თოკოს „ბარსა" და მანუს „მონაკო" იბრძოლებენ. თამაშები 21 აპრილს არის დაგეგმილი. ამავე დებულებაში გაწერილია თუ ვისთან მოუწევთ ქართველების გუნდებს თამაში - „მონაკო" გასვლაზე „პანათინაიკოსს" შეხვდება, „ბარსელონა" კი, სახლში „ცრვენა" ზვეზდას უმასპინძლებს.