
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საასპარეზო დღე ქართული გუნდისთვის იღბლიანი გამოდგა. სამიდან ორ წონით კატეგორიაში ერთმანეთის მიყოლებით ევროპის 2026 წლის ჩემპიონები ჯერ ეთერ ლიპარტელიანი, შემდეგ კი, ლაშა შავდათუაშვილი გახდნენ. სხვათა შორის, ტურნირის დასრულების შემდეგ, ქართულ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში, ყველაზე ტიტულოვანი ჯუდოკა ლაშა შავდათუაშვილი აღნიშნავს, რომ ეთერი ლიპარტელიანი ფინალი და მოგებული ევროპის ჩემპიონატის მისთვის სტიმული გახდა.
თუმცა, ამ განცხადებამდე იყო გრძელი და დაძაბული დღე, სადაც სტარტი სამ წონით კატეგორიაში ხუთმა ქართველმა ჯუდოკამ აიღო - მიხეილ ბახბახაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა-73 კგ წონი კატეგორიაში, -57 კგ ეთერ ლიპარტელიანმა და ნინო ლოლაძემ და -63 კგ-ში ნინო წიკლაურმა.
მეორე წრიდან დაიწყო ასპარეზობა ნონო ლოლაძემ, რომელიც სამწუხაროდ, პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ჩემპიონატის მომავალ ფინალისტთან და ეთო ლიპარტელიანის მეტოქესთან ევროპული ოქროსთვის, ტიმნა ლევისთან. რაც შეეხება მეორე ნინოს, ისიც საწყის ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას. ბიჭებში, ორი შეხვედრა მოიგო ბახბახაშვილმა, რომელმაც საწყის ეტაპზე უნგრელი, შემდეგ კი, ჩეხი მეტოქეები გამოთიშა ასპარეზობას, თუმცა, მოგვიანებით და სრულიამ მოულოდნელად, თურქეთის წარმომადგენელ ბილალ გილოლუსთან იოკოთი დამარცხდა და მერვედფინალში დაასრულა ასპარეზობა. აქვე გეტყვით, რომ თურქი 1/2 ფინალში „შავის" მომავალმა მეტოქემ, მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჰიდაიათ ჰეიდაროვმა დაამარცხა და საბოლოოდ, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
და რადგან „შავი" ვახსენეთ, დღეს მოგებული ორი ოქროდან ლაშა შავდათუაშვილის ოქროთი დავიწყოთ, რომელიც ქართველო ჯუდოკასთვის მეორე ევროპული ოქრო გახდა. რა დასამალია და ლაშამ, ცოტა მძიმედ, დამატებით დროში ჰანსუკო მაკეთი მოგებული შეხვედრით დაიწყო ფინელ ოლინ ვალტერისთან. თუმცა, ამის შემდეგ, ლეგენდარულმა ქართველმა ჯერ რუმინელი ლუჩან დუმიტრეშცუ დაამარცხა იპონით, შემდეგ დამატებით დროში, მე-6 წუთზე ასევე იპონით სძლია კოსოვოელ აკლი გიაკოვას და ნახევარფინალში გავიდა. აქ კი, 34 წლის ქართველი ჯუდოკას მეტოქე, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ფრანგი ჟოან-ბენჟამენ გაბა იყო, რომელთანაც ჩვენებურს ფინალში გასასვლელად, კვლავ დამატებითი დრო დასჭირდა. მომგებიანი გდება ამჯერადაც იპონი იყო. ფინალში კი, „შავის" გაბას მსგავსად ბოლო წლების პრინციპული მეტოქე ელოდა მეზობელი აზერბაიჯანიდან.
ფინალური შეხვედრა საკმაოდ გრძელი იყო და ძირითადი დროის შემდეგ, კიდევ დიდხანს გასტანა, თითქმის 9 წუთი. დაახლოებით 5:53 წუთიდან, ლაშა შავდათუაშვილიც და ჰეიდაროვიც ორ-ორი შიდოთი იყვნენ, შესაბამისად ქულის გარდა, ნებისმიერ შეცდომას შეეძლი ოქროს მედლის ბედის გადაწყვეტა. ასეთი კი, მეზობელმა დაუშვა და შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, მეორედ, მის კარიერაში.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საასპარეზო დღეს საქართველოს ქალთა ძიუდოს ისტორიის მწერალმა ეთერ ლიპარტელიანმა მორიგი გვერდი დაწერა. ამჯერად, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, პირად ნადავლს, ევროპის ჩემპიონის ოქროც მიუმატა. სხვათა შორის, ამ დღეს, ქართველებიდან პირველიც ტატამზე, სწორედ ის გამოვიდა. ეთომ, მეორე წრიდან დაიწყო და პირველ შეხვედრაში ნორვეგიელი ელის ბოერაას ოთხი იუკო აუღო, როგორც იტყვიან კარგად გახურდა. იუკოთი დაამარცხა იტალიელი ვერონიკა ტონილო და ბადის მოსაგებად, რუს ქსენია გალიტსკაიას შეხვდა, რომელიც საბოლოოდ დამატებით დროში, ვაზარით დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე სერბი მეტოქე მარიცა პერიშიცი იყო. ქართველ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, ეს შეხვედრაც საკმაოდ გაუგრძელდა, თუმცა, დამატებითი დროის მე-6 წუთის დაწყებისთანავე იპონით გაიმარჯვა და ფინალში გავიდა. აქ კი, მას ისრაელის წარმომადგენელ ტიმნა ლევი ილოდა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ, ამავე დარბაზში თბილისის გრან სლემი მოიგო. აღსანიშნავია, რომ ქართველმა შეხვედრის პირველ ნაწილში იუკო გაუშვა და ოქროს დაპირისპირების დასრულებამდე 14 წამით ადრეც აგებდა, თუმცა, მოახერხა მობილიზება და დარჩენილ დროში იპონით გაიმარჯვა. მოგვიანებით, ეთერი იტყვის, რომ ის ილეთი გააკეთა, რომელიც მის ასპარეზობებს არ ახასიათებს. თუმცა, სწორედ ეს ილეთი გახდა გამარჯვების იპონი. ქართველი ქალი ჯუდოკა უკვე ევროპი ჩემპიონიც არის.
და ბოლოს გეტყვით, რომ ხვალ 18 აპრილს ტატამზე „არსენა" და „301-ე არაგველს" ველით. თბილისი არენაზეც, სავარაუდოდ მაღალი ტემპერატურა იქნება. ხვალვე ტატამზე, თურქეთის სახელით მოასპარეზე მამლუქიც გამოვა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ, -81 კგ წონით კატეგორიაში თბილისის გრან სლემი მოიგო. თუმცა, ამაზე ხვალ.. აქ უბრალოდ გეტივით, რომ ევროპის ჩემპიონატის დარჩენილ ორ დღეში ქართული გუნდიდან იასპარეზებენ:
18 აპრილი
-81 კგ ტატო გრიგალაშვილი
-90 კგ ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე
-70 კგ მარიამ ჭანტურია, ნინო გუბლანი
19 აპრილი
-100 კგ ილია სულამანიძე
+100 კგ გურამ თუშიშვილი
+78 კგ სოფო სომხიშვილი





ჩვენ
















