ვილი სანიოლის საქართველოს ეროვნულის მეორე სპარინგი ზაფხულში ბაჰრეინი იქნება
ვილი სანიოლის საქართველოს ეროვნულის მეორე სპარინგი ზაფხულში ბაჰრეინი იქნება
17.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მეორე მეტოქე, ივნისის სანაკრებო შესვენების დროს ბაჰრეინის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფედერაციის სანაკრებო გვერდმა გააკეთა.


ისევ, როგორც 2 ივნისის ამხანაგური შეხვედრა რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ, ბაჰრეინთან თამაშიც თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება, 5 ივნისს. ორივე ამხანაგური სპარინგის დრო მოგვიანებით დაზუსტდება.


სფფ-ს სანაკრებო გვერდის ინფორმაციით, ბაჰრეინთან ამხანაგური თამაში 2026 წლის შემოდგომაზე გასამართი უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებამდე ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა იქნება.


აქვე შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს, სანაკრებო კარიერის დასრულებას გურამ კაშია გეგმავს. ასე, რომ ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს, საკმაოდ საინტერესო ზაფხულის პირველი კვირა გველის დამშვიდობება კაპიტანთან და თამაში ჩვენთვის ჯერ უხცო გუნდთან.