
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის B ლიგის მე-3 ჯგუფი 7 ქულით მოიგო. ჯგუფის ბოლო შეხვედრაში სანდრო კობახიძის ნაკრებმა ულსთან გამართა შეხვედრა და მოგებასთანაც ახლოს იყო, თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ქართველთა გუნდმა გოლი გაუშვა და შეხვედრა ფრედ, 2-2 (იხილეთ ტექსტური ჩანაწერი) დასრულდა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს რეალურად ამ მატჩამდეც ჯგუფი მოგებული ჰქონდა, უელსთან შეხვედრაში თუნდაც, ქულის აღებას მაინც ჰქონდა მნიშვნელობა - ამ შესარჩევი-სარეიტინგო ტურნირის შედეგი, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებისთვის მომავალ წილისყრაზე იქონიებდა გავლენას.
ალბათ, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოსთან მატჩამდე უელსის ნაკრებმა ორივე თამაში სტაბილურად კარგად ჩაატარა. აჯობა მეტოქეს თამაშით, თუმცა გოლი მათ კარში გავიდა. შესაბამისად, კობახიძის სამწვრთნელო შტაბს დღევანდელი შეხვედრისთვის ეს დეტალიც უნდა გაეთვალა.
მორიგი თამაში სანდრო კობახიძემ სასტარტო შემადგენლობაში მორიგი ცვლილებებით დაიწყო. ამჯერად 17-წლამდე ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა მეკარე შეცვალა და მათე ჭელიძის ნაცვლად, საბა ცარციძე დააყენა. შეცვალა მინდვრის მოთამაშეც - სათამაშო დრო, ანზორ ცირამუას მისცა.
ყველა ასპექტით თანაბარ შეხვედრაში, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის უეფა-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკიდან გამომდინარე ამის დასკვნა შეგვიძლია, ანგარიში უელსელებმა მე-20 წუთზე, გახსნეს, თუმცა საბა ავდოევმა, სამ წუთში ანგარიში შორეული დარტყმით გაათანაბრა. 72-ე წუთზე, კი ნიკოლოზ ხატოიანმა დაგვაწინაურა.
და ბოლოს სტატიის დასაწყისში ვახსენეთ, რომ 17-წლამდეთა ამ შესარჩევის შედეგი, პირდაპირ კავშირში იყო 19-წლამდელთა საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრაზე. 2027 წელს კი, სწორედ ამ გუნდს უწევს, 19-წლამდე შესარჩევში მონაწილეობა.
სფფ-ის ფოტო





ჩვენ








