ევროპის ჩემპიონატამდე რამდენიმე საათი რჩება
ევროპის ჩემპიონატამდე რამდენიმე საათი რჩება
15.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ლაშა გუჯეჯიანმა დღეს სასტუმრო „პულმანში" ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მედიისთვის გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჩემპიონატში მონაწილე სტუმრებს, წარმატებული ასპარეზობა და ბევრი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მოგება უსურვა. ოქრო კი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მხოლოდ თავისი გუნდის წევრებისთვის გაიმეტა. მით უმეტეს, რომ ჩვენი გუნდი 16-დან 19 აპრილის ჩათვლით, თბილისის არენაზე უძლიერესი შემადგელობით აპირებს ასპარეზობას.


16 აპრილი

-60 კგ გიორგი სარდალაშვილი

-66 კგ ვაჟა მარგველაშვილი

17 აპრილი

-73 კგ მიხეილ ბახბახაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი

18 აპრილი

-81 კგ ტატო გრიგალაშვილი

-90 კგ ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე

19 აპრილი

-100 კგ ილია სულამანიძე

+100 კგ გურამ თუშიშვილი


ქართულ გუნდს ორი წონა გაორებული აქვს. დღევანდელი წილისყრის შემდეგ, ბადეში ერთმანეთს არ გადაკვეთენ. თუმცა, ბიჭებს, შესაძლოა დღის პირველ ნახევარში ქართველ მამლუქებთან მოუწიოთ დაპირისპირება, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ არიან. რაც შეეხება გოგოებს, აქ ქართულ გუნდს ორი წონა აქვს გაორებული. ბიჭების შესაბამისად, აქაც დღის პირველ ნახევარში ქართველებს კვეთა არ ექნებათ.


16 აპრილი

-48 კგ ჯულიეტა როდონაია

-52 კგ ნინო თათრიშვილი

17 აპრილი

-57 კგ ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე,

-63 კგ ნინო წიკლაური

18 აპრილი

-70 კგ მარიამ ჭანტურია, ნინო გუბლანი

19 აპრილი

+78 კგ სოფო სომხიშვილი


ევროპის ჩემპიონატზე, რომელშიც 46-მა ევროპულმა ქვეყანამ გამოთქვა მონაწილეობის სურვილი, საერთო ჯამში 400-მდე ჯუდოკა მონაწილეობს.