
დღეს საქართველოს საფეხბურთო ლეგიონის ნაწილმა მორიგი საკლუბო შეხვედრები გამართა. ექვსი მატჩიდან, რომლებშიც ქართველებს უნდა ეთამაშათ სამში ჩვენები განაცხადში არ იყვნენ. თუმცა, დავიცვათ თანმიმდევრობა მატჩების გრაფიკის მიხედვით.
უკრაინის პრემიერ ლიგაში ირაკლი აზაროვის „შახტარმა" გასვლაზე ფრედ 2-2 ითამაშა, „ლნზ ჩერქასთან". შეხვედრაში სადაც პირველი ორი ავტოგოლი გავიდა, ჯერ „შახტარმა" გაიტანა საკუთარ კარში, შემდეგ , მასპინძელმა გუნდმა საბოლოოდ, ანგარიშიც პირველ ტაიმში დაფიქსირდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გუნდის განაცხადში იყო, თუმცა, ის მოედანზე სათამაშოდ არ შემოსულა.
ხორვატიის HNL-ის 29-ე ტურში თორნიკე მორჩილაძის „რიეკა", საშინაო შეხვედრაში 0-2 დამარცხდა „ოსიეკისთან". ანგარიში, ამ შეხვედრაში პირველ ტაიმში სწრაფი გოლით გაიხსნა, ქართველს კი, სათამაშოდ მხოლოდ 21 წუთი მიეცა. „მორჩილა" კარგად შევიდა და სათამაშო დროიდან გამომდინარე საკმაოდ მაღალი შეფასებაც მიიღო, თუმცა მისმა გუნდმა მატჩის ბოლოს კიდევ გაუშვა და საბოლოოდ დამარცხდა. „რიეკა" 41 ქულით ამ მომენტში, სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზეა.
შვეიცარიის სუპერ ლიგაში გაბრიელ სიგუას „ლოზანა", გასვლით შეხვედრაში 3-0 განადგურდა „სიონთან". ქართველი ამ შეხვედრის განაცხადშიც არ ყოფილა. ამ მომენტისთვის „ლოზანა" 39 ქულით მე-9 ადგილზეა.
ლატვიის ვირსლიგაში ლაშა ოდიშარია რფს, ასევე გასვლითი შეხვედრა ჰქონდა „ტუკუმსი 2000"- თან. ანგარიში სწრაფი გოლით ქართველის გუნდელებმა მე-2 წუთზე გახსნეს და საბოლოოდ, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე, მასპინძელთა ავტოგოლით, მოიგეს. ოდიშარია განაცხადში არ ყოფილა.
სლოვაკეთის ნაიკის ლიგის ჩემპიონშიპის ჯგუფში, „დუნაისკა სტრედასა" და „მიხალოვცეს" შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 3-0 დასრულდა. ქართველთაგან სასტარტო შემადგენლობიდან სტუმარი გუნდის ქართველმა თორნიკე ძოწენიძემ დაიწყო, რომელმაც 73- ე წუთზე ავტოგოლი გაიტანა. მასპინძელი გუნდის ქართველები, გიორგი გაგუა და ცოტნე კაპანაძე მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდნენ. ამ ტურის შემდეგ, 49 ქულით მესამე ადგილზეა „დუნაისკა სტრედა" რომელსაც ერთით ნაკრები თამაში აქვს ჩატარებული. რაც შეეხება „მიხალოვცეს", მედლებისთვის მებრძოლ ექვს გუნდიან ჯგუფში, ის 38 ქულით მეხუთე ადგილზეა.
რუმინეთის სუპერლიგა - ჩემპიონშიპის ჯგუფი ანრი მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატია" გასვლით შეხვედრაში „კლუჟი" 4-0 განადგურდა. ქართველი განაცხადში არ იყო. მისმა გუნდმა კი, ამ მარცხის შემდეგ, „კლუჟს" სატურნირო ცხრილის ლიდერობა დაუთმო.
შეგახსენებთ, რომ ქართული ლეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩია. თბილისის დროით 23:00 საათზე, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული", ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს დაუპირისპირდება. პირველი რაუნდის შემდეგ, „კვარას" გუნდი 2-0-ს იგებს.





ჩვენ








