
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გვერდი მკაცრად იმ სპორტულ მოვლენებზე წერს, რომელიც ქართველ და ქართულ სპორტს უკავშირდება, არის გამონაკლისები, რაც ჩვენი აზრით მკითხველამდე მისატანია. დღეს განაში 20 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა. დომინიკ ფრიმპონგი საავადმყოფოში, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა.
განას პრემიერ ლიგის 29-ე ტურში, „სამარტექსსა" და „ბერეკუმ ჩელსის" მატჩის დასრულების შემდეგ, რომელიც სტუმრებმა 0-1 წააგეს, გუნდი სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც გზის გოასო-ბიბიანის მონაკვეთზე გუნდის ავტობუსს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს და ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს. ავტობუსის მძღოლმა, მოახერხა უკუსვლით, გუნდი შემთხვევის ადგილიდან განერიდებინა და ფეხბურთელებმაც სამალავში მოახერხეს შეტევის გადატანა. თუმცა, მოგვიანებით გაცხადდა, რომ კლუბის ახალგაზრდა თავდამსხმელი, რომელიც ზემოთხსენებულ მატჩში სასტარტო შემადგენლობიდან თამაშობდა, დაჭრილი იყო. მას მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
კლუბის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა ავტობუსს გზა გადაუკეთეს და გაქურდვა დაუპირეს. შეიარაღებული პირებიდან გარშემორტყმულმა ავტობუსი შეეცადა უკუსვლით გასცლოდა ტერიტორიას, რა დროსაც მას ცეცხლი გაუხსნეს.
20 წლის ფეხბურთელის სიკვდილი ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაადასტურა განას პოლიციამ და ფეხბურთის ფედერაციამ.





ჩვენ








