
აღდგომა დღეს ქართულ ლეგიონერთა გუნდებიდან ექვსმა ითამაშა. მართალია ტურმა ქართველების გოლების გარეშე ჩაიარა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სეზონი დასასრულს უახლოვდება, მათი გუნდებისთვის საკმაოდ საკვანძო მომენტია. მივყვეთ თამიმდევრობით.
ესპანურ ლა ლიგა დღეს, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა" ბილბაოს „ატლეტიკო" გასვლაზე 1-2 დაამარცხა. ქართველის გუნდმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა. ერთი მე-16 წუთზე მეორე კი, ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში. საკუთარ კარში კი, 84-ე წუთზე გაუშვა. ჟორჟმა ეს ტური სკამიდან დაიწყო და მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა. ათ წუთში კი, ქართველს მოედნის ცენტრიდან ულამაზესი გოლის გატანის შანსი ჰქონდა, თუმცა, ბურთი ძალიან მცირეთი გადასცდა კარს. 31-ე ტურში ამ გამარჯვების შემდეგ, „ვილიარეალი" 61 ქულით მესამე პოზიციაზეა.
ორი გაძევება, ექვსი გოლი, სანტანდერის „რასინგის" სამი ქულა, რომელმაც გიორგი გულიაშვილის გუნდს, სატურნირო ცხრილში 35-ე ტურის შემდეგ პირველი ადგილი გაუმყარა. დღევანდელი შეხვედრა კი, საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა - ორივე ტაიმში სამ-სამი გოლი გავიდა და თითო ფეხბურთელი გააძევეს. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში სტუმრებმა, „ალმეირას" ფეხბურთელებმა გახსნეს, „რასინგმა" მალე თამაშის სადავეების ხელში აღება მოახერხა და ტაიმი მოიგო. კაცი, სტუმრებს გაუგდეს. აი, მეორე ტაიმში კი, მას შემდეგ, რაც მასპინძლებსაც კაცი გაუგდეს, „რასინგმა" სამი გოლი გაიტანა და 5-1 მოიგო. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო თამაში და ის, 72-ე წუთზე შეცვალეს.
ავსტრიის ბუნდესლიგაში, ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმი" დღეს ჩემპიონშიპის ჯგუფში „ჰარტბერგს" დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველების გუნდი საშინაო კედლებში თამაშობდა, რეალურად მთელი თამაში ჯობნიდა მეტოქეს, შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა. გიზი, მე-60 წუთზე შეცვალეს, აი, კიტემ კი, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდში დაცვაშიც კარგად ითამაშა, მინდორზე სრული მატჩი ჩაატარა. ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილს, კვლავ „შტურმი" ლიდერობს, თუმცა, „ლასკი" ქართველების გუნდთან ორ ქულაშია.
საკმაოდ დაძაბული გამოდგა ნიდერლანდების ერედივიზიონის 30-ე ტურის შეხვედრა „ზვოლესა" და ირაკლი იეღოიანის „ექსელსიორს" შორის. ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების გამორჩეულმა წევრმა, შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის, 79 წუთზე შეცვალეს - იმ მომენტისთვის ქართველის გუნდი 2-1-ს აგებდა. ქულა კი, იეღოიანის გუნდს, შეცვლაზე შემოსულმა ვლოდარჩუკმა გადაურჩინა. ამ ტურის შემდეგ, „ექსელსიორს" 28 ქულა აქვს, არისმე-15 ადგილზე და სულ რაღაც ერთ ქულაში გასავარდნ ზონასთან.
გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი" დღეს, გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურში დღეს, გასვლაზე „შტუტგარტს" დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 4-0 განადგურდა. თავიდანვე ვთქვათ, რომ ქართველი სათადარიგო სკამზე იყო და მოედანზე, მხოლოდ 72- ე წუთზე შევიდა, როცა მისი გუნდი უკვე 3-0-ს აგებდა და ამას გარდა, კიდევ ერთი გოლი VAR-ს ჰქონდა გაუქმებული. „შტუტგარტმა" ბოლო ათწუთეულში პენალტი გააფუჭა, თუმცა, მეოთხე გოლი მაინც გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველს სათამაშოდ ძალიან მცირე დრო ჰქონდა, კარგი შეფასება მიიღო. აი, მისი გუნდი კი, 31 ქულით, მე-12 ადგილზეა და მაქსიმალური კონცენტრაცია სჭირდება, რომ გადათამაშების ზონაში არ მოხვდეს.
და ბოლოს პორტუგალიის ლიგა „ეშტორილისა" და „პორტუს" შეხვედრაში, რომელიც სტუმრება სამი გოლი გაიტანეს, პორტუგალური კლუბში ნოდარ ლომინაძე დაბრუნდა. ქართველმა სათადარიგო სკამიდან დაიწყო და მინდორზე 77-ე წუთზე შევიდა. ამ დროისთვის მისი გუნდი უკვე 0-3-ს აგებდა. „ეშტორილის" ფეხბურთელებმა პრესტიჟის გოლი ქართველის შესვლიდან ერთ წუთში გაიტანეს. შეხვედრა 1-3 „პორტუს" გამარჯვებით დასრულდა. რაც შეეხება „ეშტორილს", მას 37 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა.
ხვალ ქართული ლეგიონის კიდევ ერთი ნაწილის გუნდების თამაშია.
13 აპრილი
14:00 / უკრაინის პრემიერ ლიგა / „ლნზ ჩერქასი" - „შახტარი"
18:00 / ხორვატიის HNL / „რიეკა" - „ოსიეკი"
18:30 / შვეიცარიის სუპერ ლიგა / „სიონი" - „ლოზანა"
18:30 / ლატვიის ვირსლიგაში / „ტუკუმსი 2000 - რფს
20:00 / სლოვაკეთის ნაიკის ლიგა - ჩემპიონშიპის ჯგუფი / „დუნაისკა სტრედა" - „მიხალოვცე"
22:30 / რუმინეთის სუპერლიგა - ჩემპიონშიპის ჯგუფი / „კლუჟი" - „უნივერსიტატია" კრაიოვა





ჩვენ








