ეროვნულ ლიგაში ლიდერი შეიცვალა - სატურნირო ცხრილს მოქმედი ჩემპიონი ლიდერობს
ეროვნულ ლიგაში ლიდერი შეიცვალა - სატურნირო ცხრილს მოქმედი ჩემპიონი ლიდერობს
11.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ტურის სამი გადადებული თამაში გაიმართა, რომელთა დასრულების შემდეგ, სატურნირო ცხრილში ლიდერი შეიცვალა - გათამაშებას სათავეში მოქმედი ჩემპიონი „იბერია 1999" ჩაუდგა. 5 გუნდს კი, თანაბარი 7-7 ქულა აქვს და 5-9 ადგილებს იყოფენ.


ტური გორში დაიწყო, სადაც თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივი „დილა" „რუსთავს" დაუპირისპირდა და 2-1 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის სტარტზე სტუმრებს ჰქონდათ ანგარიშს გახსნის შანსები, ამ შეხვედრაში პირველი გოლი 21-ე წუთზე გავიდა. ანგარიში, სოლომონ კესიმ გახსნა. 58-ე წუთზე კი, „რუსთავმა" ვაჟა ფაცაციას ზუსტად დარტყმული 11-მეტრიანით, ანგარიშ ორამდე გაზარდა. მასპინძლებმა, ერთი გოლი 84-ე წუთზე, გაქვითეს. თუმცა, ტრეი ფულერის ამ თავდადებას მხარი ვერ აუბეს თანაგუნდელებმა და „დილა" საშინაო კედლებში დამარცხდა.


ოთხი გოლი გავიდა „დინამო არენაზე" სადაც ბოლო წლების ყველაზე საინტერესო დუელების მორიგი რაუნდი გაიმართა. „დინამო თბილისისა" და ბათუმის „დინამოს" შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა. ანგარიში, თბილისელთათვის მოულოდნელად რევაზ ჩიტეიშვილის შორეული და დინამოელთა გამოცდილი მეკარისთვის, გიორგი ლორიასთვის მოულოდნელი დარტყმით გაიხსნა. ანგარიშის გასათანაბრებლად თბილისელებს 7 წუთი დასჭირდათ. მე-10 წუთზე ანგარიში ჰალოდ დოლტმურზიევმა გაათანაბრა. თბილისელებმა პირველ ტაიმში მეორე გოლიც გაუშვეს, რომელიც ლორიასა და დინამოელთა ახალგაზრდა მცველების შეუთანხმებლობას მოჰყვა და ანგარიში აჭარული გუნდის სასარგებლოდ, 1-2 გახდა. მეორე ტაიმში თბილისელებმა გოლის გატანა შეცვლაზე შემოსული გიორგი ზარიას აქტიურობის შემდეგ გაიტანეს. 73-ე წუთზე, რუი მონტეირუმ გაათანაბრა. შეხვედრა, როგორც უკვე გითხარით ფრედ დასრულდა.


გადადებული თამაშებიდან ბოლო, თავსხმა წვიმაში, ასევე თბილისში, მხოლოდ, მიხეილ მესხზე გაიმართა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „იბერია 1999"-მა ტყიბულის „მეშახტეს" უმასპინძლა და ფრედ, 2-2 ითამაშა ანგარიში ამ შეხვედრაში, პირველი ტაიმის მიწურულს 11-მეტრიანით გაიხსნა. გიორგი ჯინჯოლავამ „იბერია 1999" დააწინაურა. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალე, ვახო ბედოშვილის გადაცემით, ამირან ძაგანიამ ორამდე გაზარდა ანგარიში. თუმცა, „მეშახტე" არ განეკუთვნება იმ გუნდების კატეგორიას, რომელიც მარტივად ნებდება. ლადო ბურდულის გუნდმა, 65-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა. გოლი კი, გამოცდილმა ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა, რომელიც ამ სეზონში, სწორედ ტყიბულელთა რიგებში ირიცხება. ის, რომ იმერული კლუბი ბოლომდე იბრძვის, დღეს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. „მეშახტემ" ქულა, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლოს წინა წუთზე, ერიკ პიმენტელიმ გაიტანა, ცოტნე ფაცაციას გადაცემის შემდეგ, რომელსაც მოქმედი ჩემპიონის რიგებში სრული არეულობა მიჰყვა. ამით კი, ბურდულის შეგირდებმა კარგად ისარგებლეს.


ეროვნული ლიგის მომდევნო, მე-7 ტური, 17 აპრილს არის ჩანიშნული.

სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე.


ფოტო: "იბერია 1999"