საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის II დივიზიონის ნახევარფინალშია
საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის II დივიზიონის ნახევარფინალშია
11.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

წყალბურთში, საქართველოს ნაკრებმა მალტაში მიმდინარე მსოფლიო თასის II დივიზიონის 1/4 ფინალში, უკრაინის ნაკრები 9-20 (მატჩის ტექსტური ჩანაწერი)დაამარცხა და 1/2 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. სადაც ჩვენი გუნდი ხვალ, 12 აპრილს, ავსტრალიისა და გერმანიის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. თამაში ტა-ქალში, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.


დღევანდელი შეხვედრა კი, შეიძლება ტაიმების მიხედვით შევაფასოთ - პირველი ტაიმი, სადაც უკრაინამ იბრძოლა და რეალურად თამაში ბურთი ბურთში წავიდა, განსაკუთებით მეორე მეოთხედი და მეორე ტაიმი, რომელიც ქართველთა გუნდის აბსოლუტური უპირატესობით წარიმართა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ სპრინტები ორი ქართველებმა მოიგეს, ორიც უკრაინელებმა აი, შეხვედრის გარდა, პერიოდები ყველა ქართველთა გუნდის სასარგებლოდ დასრულდა (2-3, 4-5, 1-5, 2-7).


ანგარიში ამ შეხვედრაში ნიკა შუშიაშვილის გოლით გაიხსნა, ტაიმში, ანდრია ბითაძემ და ვატო დადვანმა გაიტანეს. მეორე პერიოდში დადვანმა სამი გოლი გაიტანა და პირველი ტაიმის შემდეგ უკვე ოთხი გოლი იყო მის ანგარიშზე. აქვე ვთქვათ, რომ საბოლოოდ 5 გოლი დაფიქსირდა, თამაშის დასრულების შემდეგ კი, ის მატჩის MVP-დ დასახელდა.


მეორე მეოთხედში უკრაინელები თანაბრად მოგვყვნენ, თუმცა, ტაიმის ბოლოსკენ საქართველოს ნაკრებმა მოახერხა მოხერხა საჭირო გოლის გატანა და პერიოდის მოგება. შესაბამისად, პირველი ტაიმის შემდეგ 2 გოლით დაწინაურდა, 6-8. ამ მონაკვეთში, დადვანის ჰეთ-თრიქის გარდა, ხვიჩა  ჯახაიამ და ველიკო ტანკოსიჩმა გაიტანეს. ერთი თითქოს უმნიშვნელო, „ნორმის" ტოლფასი, თუმცა, საინტერესო დეტალი - გოლები ჩვენს კარში, ძირითად მაშინ გადიოდა, როცა მეტოქე რიცხობრივ უპირატესობაში იყო.


მესამე პერიოდში სპრინტი წავაგეთ, თუმცა, გიორგი მესხმა გაიტანა და უპირატესობა სამ გოლამდე გაზარდა, 6-9. მომდევნო ეპიზოდში ტანკოსიჩი „გაგვიწითლეს" და თამაშიდან გაგვიგდეს. ამის საპასუხოდ, დადვანმა, საბა ტყეშელაშვილმა, სტეფან პიეშივაცმა და ლუკა ჩიქოვანმა გაიტანეს. რეალურად ამ პერიოდს, დასრულებამდე 15 წამით ადრე, ირაკლი რაზმაძის თავზე გადაგდებული ბურთი რომ არა, მშრალად მოვიგებდით. ბოლო პერიოდის წინ, ანგარიში ტაბლოზე 7-13 იყო. ნათელი იყო, რომ ბოლო უკრაინელებს, განსაკუთრებით მესამე მეოთხედის თამაშიდან გამომდინარე 6-ბურთიანი უპირატესობის აღმოფხვრა გაუჭირდებოდათ.


ბოლო პერიოდში, წინას მსგავსად სპრინტი წავაგეთ, თუმცა, იოან სარიჩმა ქართველთა ნაკრების უპირატესობა 7 ბურთამდე გაზარდა. გაიტანა ანდრია ვლაჰოვიჩმაც. თუმცა, აქ უკრაინელებმაც გაგვიტანეს და დაახლოებით 2 წუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაგვიტანეს. თუმცა, შუშიაშვილის დუბლი, მესხის, ტყეშელაშვილისა და ბესო ახვლედიანის გოლებით, ამ მონაკვეთის მოგება 5 ბურთით შევძელით. საბოლოოდ კი, უკრაინის ნაკრებს 11 გოლით მოვუგეთ.

და ბოლოს, ალბათ, უნდა ვთქვათ ირაკლი რაზმაძეზეც, რომელსაც საერთო ჯამში 19-დარტყმიდან, 10 მოგერიება ჰქონდა. 


ფოტო: სპორტის საწყლოსნო სახეობების ფედერაცია / თამუნა ყულუმბეგაშვილი