წიტაიშვილმა და მაისურაძემ გაიტანეს - ქართული ლეგიონის „უქმეები“ გოლებით დაიწყო
წიტაიშვილმა და მაისურაძემ გაიტანეს - ქართული ლეგიონის „უქმეები“ გოლებით დაიწყო
11.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ქართულმა საფეხბურთო ლეგიონმა, მორიგი საკლუბო მატჩები ჩაატარა.


საფრანგეთის ლიგა 1-ში, ქართველების „მეცმა" კვლავ წააგო. ამჯერად, 29-ე ტურის შეხვედრა „მარსელთან". სამივე ქართველი იყო განაცხადში თუმცა, სასტარტოდან დაიწყო, სრული შეხვედრა ჩაატარა და 49-ე წუთზე გოლიც გაიტანა გიორგი წიტაიშვილმა. „მეცის" შემადგენლობიდან ყველაზე მაღალი შეფასებაც ქართველმა მიიღო, თუმცა, მისი მონდომების მიუხედავად, „მეცმა" 3-1 წააგო და სატურნირო ცხრილში, კვლავ უიმედოდ ბოლო ადგილზეა.


იტალიის სერია B-ში, გიორგი კვერნაძის „ფროზინონე" „პალერმოს" დაუპირისპირდა და ფრედ, 1-1 ითამაშა. ტრადიციულად საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო და სტაბილური მატჩი ჩაატარა. ქართველი, 90-ე წუთზე შეცვალეს. არასრული 34-ე ტურის შემდეგ, „ფროზინონე" 69 ქულით, მეორე ადგილზეა.


უკრაინის პრემიერ ლიგის 23-ე ტურში გიორგი მაისურაძის „ჟიტომირმა" გასვლითი შეხვედრა 0-4 მოიგო „პოლტავას". ქართველის გუნდელებმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნეს და მე-15 წუთისთვის უკვე ორი ბურთით იგებდნენ მატჩს. 33-ე წუთზე მასპინძლებს კაცი გაუძევეს. სტუმრებმა კი, კიდევ ერთი გაიტანეს. 71-ე წუთზე გაიტანა გიორგი მაისურაძემაც, რომელმაც სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩ ჩაატარა. გოლი კი, „მაისასთვის" უკრაინის ჩემპიონატზე სადებიუტო იყო.


აქვე გთავაზობთ ქართული ლეგიონის უახლოეს დღეებში დაგეგმილ მატჩების განრიგს:


11 აპრილი

15:00 / გერმანიის მეორე ბუნდესლიგა / „ნიურნბერგი" - „დრეზდენი"

17:30 / გერმანიის ბუნდესლიგა / „ჰაიდენჰაიმი" - „უნიონ ბერლინი"

17:30 / სლოვაკეთის ნაიკის ლიგა - ჩემპიონშიპის ჯგუფი / „პოდბრეზოვა" - „ჟილინა"

18:00 / ინგლისის ჩემპიონშიპი / „ოქსფორდ იუნაიტედი" - „უოტფორდი"

18:00 / აზერბაიჯანის პრემიერ ლიგა / „საბაჰი" - „ზირა"

19:30 / ლატვიის ვირსლიგა / „ტუკუმსი 2000 - რფს

20:00 / სლოვაკეთის ნაიკის ლიგა - ჩემპიონშიპის ჯგუფი / „სლოვანი" - „ტრნავა"

20:30 / ინგლისის პრემიერ ლიგა / „ლივერპული" - „ფულემი"

22:00 / საფრანგეთის ლიგა 2 / „სენტ ეტიენი" - „დიუნკერკი"

23:30 / პორტუგალიის ლიგა / „ესტრელა" - „სპორტინგი"


12 აპრილი

16:30  / ავსტრიის ბუნდესლიგა / „შტურმი" - „ჰარტბერგი"

16:30 / ნიდერლანდების ერედივიზიონი / „ზვოლე" - „ექსელსიორი"

19:30 / გერმანიის ბუნდესლიგა / „შტუტგარტი" - „ჰამბურგი"

23:00 / ესპანეთის ლა ლიგა / "ატლეტიკო" ბილბაო - "ვილიარეალი"

23:30 / პორტუგალიის ლიგა / „ეშტორილი" - „პორტუ"


13 აპრილი

14:00 / უკრაინის პრემიერ ლიგა / „ლნზ ჩერქასი" - „შახტარი"

18:00 / ხორვატიის HNL / „რიეკა" - „ოსიეკი"

18:30 / შვეიცარიის სუპერ ლიგა / „სიონი" - „ლოზანა"

20:00 / სლოვაკეთის ნაიკის ლიგა - ჩემპიონშიპის ჯგუფი / „დუნაისკა სტრედა" - „მიხალოვცე"

22:30 / რუმინეთის სუპერლიგა - ჩემპიონშიპის ჯგუფი / „კლუჟი" - „უნივერსიტატია" კრაიოვა