
რამდენიმე წუთის წინ SALLE GASTON MEDECIN-ზე ქართველი მწვრთნელის, მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა „მონაკომ" თორნიკე შენგელიას „ბარსელონა" დაამარცხა. 93-86. საინტერესოა, რომ ფრანგთა გუნდს, განაცხადში, მხოლოდ 8 კალათბურთელი იყო. შესაბამისად მთელი თამაშის დატვირთვაც ამ მოთამაშეებზე გადანაწილდნენ, მაშინ, როცა „ბარსელონამ", განაცხადში მყოფი 12 კალათბურთელიდან მხოლოდ ორის არ მისცა სათამაშო დრო.
თავიდანვე ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანს არ ჰქონდა ცუდი თამაში, თუმცა, თოკომ პარკეტზე მხოლოდ 20 წუთამდე გაატარა და 6 ქულა აიღო, 5 მოხსნასა და 7 შედეგიან გადაცემასთან ერთად. მესამე მეოთხედის დასაწყისში, ქართველმა ორი ჯარიმა „აიკიდა", საბოლოოდ, ოთხი გაუხდა და მეოთხე მეოთხედამდე აღარ გამოსულა სათამაშოდ. საბოლოოდ კი, თამაში დროზე ადრე დაასრულა.
რაც შეეხება კონკრეტულად თამაშს, „ბარსელონამ" მხოლოდ პირველი მეოთხედი მოიგო 18-26, ამის შემდეგ მარკოიშვილის გუნდი კატალონიელებს არაფერს აღარ უთმობდა. „მონაკომ" დარჩენილი სამი მეოთხედი მოიგო 28-18, 26-23, 21-19. რეალურად,
ბოლო ტურის წინ, „ბარსელონა" საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, თუმცა, ისვე, როგორც „მონაკო" რეალურად ორივე გუნდი დამოკიდებულია სხვა გუნდების თამაშებზე. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ბოლო ტური გადაწყვეტს, გააგრძელებს თუ არა ან თოკოს, ამ „მანუს" გუნდები ეუროლიგის ფლეო-ოფში ასპარეზობას (იხილეთ სატურნირო მდგომარეობა). შეგახსენებთ, რომ ფელი-ოფში პირდაპირი წესით 6 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გადის. ოთხ გუნდს კი, ორი საგზურისთვის, ფლეი-ინში მოუწევს თამაში. ბოლო ტურში „ბარსელონა" „ბაიერნს", „მონაკო" კი, თელ-ავივის „ჰაპოელს" დაუპირისპირდება. ორივე თამაში 17 აპრილს გაიმართება.





ჩვენ








