
ხვალიდან, 10 აპრილიდან საქართველოს წყალბურთის ეროვნულ ნაკრებს მალტაში მიმდინარე 2026 წლის მსოფლიო თასის II დივიზიონის ტურნირის მომდევნო ეტაპზე აგრძელებს ასპარეზობას.
ტურნირის დებულების თანახმად მეორე დივიზიონის მოსაგებად, პირველი ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ასპარეზობას საერთო რეიტინგის 16 საუკეთესო შედეგის მქონედ გუნდი გააგრძელებდა, პირველი ადგილი მეთექვსმეტეს, მეორე - მეთხუთმეტეს, მესამე - მეთოთხმეტეს და ამ პრინციპით, საქართველო მეშვიდე ადგილზე გუნდს უნდა დაწყვილებოდა. მეშვიდე ადგილზე კი, საერთო რეიტინგში თურქეთის ნაკრები აღმოჩნდა, რომელსაც აღნიშნული შესარჩევის სასტარტო შეხვედრაში დავუპირისპირდით და დაძაბულ ბრძოლაში ერთი ბურთით 16-17 დავმარცხდით (იხილეთ ბმული).
შესაბამისად, ჩვენს ნაკრებს ხვალ 10 აპრილს რევანშის აღების იდეალური შესაძლებლობა აქვს. მითუმეტეს, რომ ჩვენმა გუნდმა მიმდინარე ტურნირზე ადაპტაცია გაიარა და პირველი მარცხის შემდგე, ჯერ ბრაზილია (პენალტების სერიაში), დღეს კი, სლოვენია 17 ბურთით დაამარცხა.
1/8 ფინალების დღე, სწორედ საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების შეხვედრით იწყება. თბილისის დროით, 12:00 საათზე საქართველო და თურქეთი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან. ამ წყვილში გამარჯვებული 1/4 ფინალში კანადასა და უკრაინას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია





ჩვენ








