
ბრაზილიაში ფარიკაობაში კადეტთა და იუნიორთა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს მომხდარმა ხანძარმა, რიო დე ჟანეიროში მდებარე „ველოდრომ არენას" დიდი ნაწილი გაანადგურა. ბუნებრივია, ამ გარემოებამ ოდნავ გააუფერულა ტურნირი. ხანძრის ჩასაქრობად მოსული ეკიპაჟების სწრაფმა მოქმედებამ შესაძლებელი გახადა ტურნირის მსვლელობა არ შეჩერებულიყო. ორგანიზატორების სწრაფი მოქმედებების შემდეგ კი, ზარალის მიუხედავად შეჯიბრი გაგრძელდა. ბრაზილიაში, იარაღის სამივე სახეობაში 12 ქართველი მონაწილეობდა როგორ იუნიორებს, ასევე, კადეტებს შორის.
თავიდანვე ვიტყვით, რომ ჩვენები, ქართველი მოფარიკავეები სამშობლოში ბრუნდებიან და ყველა ჯანმრთელადაა. მანამდე კი, მათ მონაწილეობა ბრაზილიაში კადეტებსა და ახალგაზრდებს შორის გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღეს, რომელიც რიო დე ჟანეიროში 2-დან 8 აპრილის ჩათვლით ჩატარდა.
ქართული გუნდი რიო დე ჟანეიროში შედეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: ხმალი (იუნიორები) - ალექსანდრა კუვაევა, ალექსანდრე თავართქილაძე, რაპირა (იუნიორები) - მარიამ ნამგალაური, ლიზა თაყაიშვილი; დაშნა (იუნიორები) - ბარბარე მებუკე.
ხმალი (კადეტები) - გიორგი ურუშაძე; რაპირა (კადეტები) - ანანო ჯინჭარაძე, ელენე თურმანიძე, ანა ქუთათელაძე, ანდრია ყიფიანი; დაშნა (კადეტები) - ლუკა კვანჭიანი, დანიილ ტარასკინი.
ქართული გუნდიდან ძირითად ბადეში ექვსმა გააღწია. საბოლოოდ, კი ფინალში ერთი, გიორგი ურუშაძე გავიდა, რომელმაც ფინალი ამერიკელ აიდენ ტსესთან დათმო და მხოლოდ, ვერცხლი მედალს დასჯერდა. თუმცა, ეს მედალი ქართული ფარიკაობისთვის საკმაოდ ფასეულია. აქვე გეტყვით რომ ფინალამდე ქართველმა 11 შეხვედრა მოიგო.
კადეტებს შორის 61-ე ადგილით დაასრულა ასპარეზობა ანდრია ყიფიანმა. 27-ე იყო ანანო ჯინჭარაძე. 47-ე დანიელ ტარასკინი, ხოლო 87-ე ადგილით ლუკა კვანჭიანი.
იუნიორთა შორის მე-12 ადგილით დაასრულა ასპარეზობა ალექსანდრა კუვაევამ.
და ბოლოს, ამბავი რითაც ეს სტატია დავიწყეთ - რიო დე ჟანეიროში კადეტთა და იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატის დროს მომხდარი ხანძრის გამო, ფარიკაობის ევროპის კონფედერაციის პრეზიდენტმა, ბრაზილიის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტს პასკა ტეშს სოლიდარობის წერილი გაუგზავნა. შესაბამისად, ამ ხანძრის ამბავიც ჩვენ სწორედ ამ წერილიდან შევიტყეთ.





ჩვენ








