
საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა უეფა-ს განვითრების თასზე ასპარეზობა დაასრულდა. გიორგი ჩიტაურის გუნდი, დღეს სოფიაში, ბოიანას ტექნიკური ცენტრში, კოსოვოს ნაკრებს დაუპირისპირდა და
პირველი ორი შეხვედრისგან განსხვავებით, აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიის მთავარმა მწვრთნელმა, ტურნირის ბოლო მატჩში, სათამაშო დრო იმ ფეხბურთელებს მისცა, ვისაც წინა ორი არ უთამაშია. მაგალითად სათადარიგო შემადგელობაში იყო ნიკა სახვაძე, რომელსაც ბულგარეთში მიმდინარე ტურნირზე ორ ტურში სამი გოლი ჰქონდა გატანილი. შემადგენლობაში არ იყო თორნიკე კვარაცხელია, რომელმაც ბულგარელებთან კარგი თამაშით დაგვამახსოვრა თავი და იმ თამაშში შეცვალეს.
შესაბამისად, გუნდს მცირე ადაპტაცია დასჭირდა, თუმცა, გოლი სწორედ, ამ დროს, მე-18 წუთზე გავუშვით. მეორე ტაიმის სტარტზე შეცვლაზე შესულმა ალექსანდრე ჩიქოვანმა 52-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. 73-ე წუთზე კი, კოსოვოელთა ავტოგოლის წყალობით დავწინაურდით. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა 1-2 მოიგო (იხილეთ მატჩის ოქმი). ტურნირი კი, ორი მოგებითა და ერთი ფრედ დასრულებული შეხვედრით დაასრულა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ განვითარების ტურნირებზე ფრეს შემთხვევაში პენალტების სერია ინიშნება, ის მატჩი, ტურნირის მასპინძელ ბულგარეთთან სწორედ ამ საფეხბურთო ლატარეაში წავაგეთ.
შეგახსენებთ, რომ ეს ნაკრები 2026 წლის შემოდგომაზე, 11-17 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში ჩატარდება, სამგუნდიან ჯგუფში ყაზახეთისა და ავსტრიის ნაკრებებთან შეეცდება ურთიერთობის გარკვევას და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გასვლას.





ჩვენ








