ეროვნულ ლიგაში ორხელისუფლებიანობაა - „სპაერმა“ ქულები დაკარგა, „იბერია 1999“ ლიდერს წამოეწია
ეროვნულ ლიგაში ორხელისუფლებიანობაა - „სპაერმა“ ქულები დაკარგა, „იბერია 1999“ ლიდერს წამოეწია
07.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს საქართველოს ეროვნული ლიგის მე-6 ტური გაიმართა. სატურნირო ცხრილს, „სპაერი" ლიდერობს 10 ქულით, თუმცა, მას მოქმედი ჩემპიონი „იბერი 1999" წამოეწია და 10 ქულით, მეორე ადგილზეა.


„სპაერმა" დღეს, გასვლაზე წყალტუბოში, კარგად ნაცნობ მეტოქესთან „მეშახტესთან" ფრედ, 0-0 ითამაშა. ამ შეხვედრაში ალბათ, უფრო მეტი შანსი სტუმრებს ჰქონდათ, თუმცა, ტყიბულელთა კარის მცველი, გამოცდილი ლევან შოვნაძე მოწოდების სიმაღლეზე იყო. შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა.


მშრალი ანგარიშით, ფრედ, 0-0 დასრულდა ქართული დერბი ქუთაისშიც, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე. „ტორპედოსა" და „დინამო თბილისის" დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა, ვერც ერთმა გუნდმა თამაშის სათავისოდ დასრულება ვერ მოახერხა. ფაქტია, გუნდებს, რომლებსაც ზაფხულში უეფა-ს ევროტურნირებზე მოუწევთ თამაში, იმ შედეგის მისაღწევად რასაც მათგან გულშემატკივარი ითხოვს, ბევრი აქვთ გამოსასწორებელი. 6 ტურის შემდეგ კი, ქუთაისელებს 7 ქულა აქვთ, თბილისელებს კი, 6 ქულა და თამაშით ნაკლები.


ფრედ, 1-1 დასრულდა შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „დილასა" და „გაგრას" შორის. როგორც ჩანს, გორელებმა წინა ტურში, „დინამო თბილისთან" მოგებულ მატჩს მთელი ენერგია მიახარჯეს და აღსადგენად დრო არ ეყოთ. გოლები კი, ამ შეხვედრაში პირველ ტაიმში გავიდა. მე-10 წუთზე, ოთარ ფარულავამ გაიტანა. 22-ე წუთზე კი, ვლადიმირ არსიჩმა გაათანაბრა და „გაგრას", რომელიც სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა, ქულა გადაურჩინა.


„სპარეთან" შეხვედრას დაახარჯა მთელი ენერგია და დიდი ალბათობით, 11 მარტისთვის ძალები შემოინახა ბათუმის „დინამომ", რომელმაც ამ ტურის გასვლითი შეხვედრა თბილისში, „პეტრო არენაზე" მშრალი ანგარიშით 3-0 წააგო ძლიერთა შორის დაბრუნებულ „რუსთავთან". მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 61-ე წუთზე ირაკლი იაკობიძემ გახსნა, კიდევ სამ წუთში, 64-ე წუთზე, ჟან სოუზა დე ალმეიდამ გაიტანა. შევედრის ბოლო წუთზე, ავთანდილ გუჯაბიძემ მესამე გოლი გაიტანა და აჭარულ გუნდს ქულის გადარჩენის იმედიც ამოუწურა.


თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე გიორგი კუციამ მე-8 წუთზე გაიტანა და „სამგურალთან" მატჩში „იბერია 1999" დააწინაურა. 37-ე წუთზე, მოქმედი ჩემპიონი ლუკას კაფეს გოლის შემდეგ, უკვე ორი ბურთით იყო წინ. შეხვედრის მიწურულს, მე-80 წუთზე ლაშა კვარაცხელიამ ერთი გოლი გაქვითა და სტუმართა გუნდს ქულის გადარჩენის შანსი მისცა, თუმცა, მათ ეს შანსი ვერ გამოიყენეს. „იბერია 1999"-მა 2-1 გაიმარჯვა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, 10 ქულით, „სპაერთან" ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.


ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე.


გათამაშების მომდევნო, მე-7 ტური 17 აპრილს არის ჩანიშნული. თუმცა, მანამდე 11 აპრილს, უამინდობის გამო გადადებული 1 ტურის სამი შეხვედრა გაიმართება.

16:00 საათი, „დილა"-„რუსთავი"

18:00 საათი, „დინამო თბილისი" - „დინამო" ბათუმი

20:00 საათი, „იბერია 1999" - „მეშახტე"