რამდენიმე სიახლით ქალთა ეროვნულმა მზადება დაიწყო
რამდენიმე სიახლით ქალთა ეროვნულმა მზადება დაიწყო
07.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის მორიგი საკვალიფიკაციო მატჩისთვის ემზადება. ირის ანტმანის გაწვრთნილი გუნდი, 18 აპრილს ფარერის კუნძულებზე ადგილობრივ ქალთა ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს, ჩვენი გუნდის მეორე მატჩი იქნება, მიმდინარე შესარჩევში.


ტორსჰავნში, ფარერებთან დაპირისპირებამდე, საქართველოს ქალთა ნაკრები სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ავაზაზე" 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ვარჯიშობს. ირის ანტმანის გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარებიან თეონა ბაქრაძე და ტატა მატვეევა. სამაგიეროდ, ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებში ანა ჩემინავა დაბრუნდა.


ქალთა ნაკრებში არის კიდევ ერთი სიახლე - ირის ანტმანმა შეკრებაზე „ნიკე-ლუსოს" 15 წლის თავდამსხმელს თეკლა ბერიძეს გამოუძახა. ქალთა ლიგის მიმდინარე სეზონში, თეკლას ხუთ ტურში ოთხი გოლი აქვს გატანილი.


შეკრებაზე მყოფი ქალთა ეროვნულის შემადგენლობა ასე გამოიყურება - მეკარეები: თათია გაბუნია („ნიკე-ლუსო", თბილისი), სვეტლანა გაბელაია („ლანჩხუთი"), ეკა თაბაგარი („ლანჩხუთი"); მცველები: თამარ ტატუაშვილი („მაკაბი ხოლონი", ისრაელი), მარიამ კალანდაძე („პანათინაიკოსი", საბერძნეთი), სალომე გასვიანი („ნიკე-ლუსო", თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი („ნიკე-ლუსო", თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი"), ნათია წოწერია („ბათუმი"), ლიზი მწყერაშვილი („ლანჩხუთი"), მარიამ კაპანაძე („ბათუმი"); ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი („ლანჩხუთი"), ნათია დანელია („ლანჩხუთი"), ელენე ენჯიბაძე („ნიკე-ლუსო", თბილისი), ანა პავლიაშვილი („ნიკე-ლუსო", თბილისი), კესო მეტონიძე („ნიკე-ლუსო", თბილისი), ანანო მიქაბერიძე („კვარტალი", თბილისი), თინათინ ამბალია („სპარტა პრაღა", ჩეხეთი), მაიკო ბებია („იუქსექოვასდორი", თურქეთი), ირინა ხაბურზანია („ნიკე-ლუსო", თბილისი), ანა ჩემინავა („ჰაპოელ თელ-ავივი", ისრაელი), ნინო ბუხრიკიძე („ლანჩხუთი"), თეკლა ბერიძე („ნიკე-ლუსო", თბილისი).


ფარერის კუნძულების წინააღმდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ამ მატჩისთვის ნაკრები 15 აპრილამდე თბილისში მოემზადება, 16 აპრილს კი გუნდი ფარერის კუნძულებზე გაემგზავრება.


სფფ-ის ფოტო